iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა სამართლებრივი წესები უნდა დავიცვათ არასრულწლოვანის საზღვარგარეთ წაყვანისას
იურიდიული სტატია

რა სამართლებრივი წესები უნდა დავიცვათ არასრულწლოვანის საზღვარგარეთ წაყვანისას

20-02-2023, 17:28 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 394 ნახვა
რა სამართლებრივი წესები უნდა დავიცვათ არასრულწლოვანის საზღვარგარეთ წაყვანისას

არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანას კანონმდებელი ზედმეტი სიფრთხილით ეკიდება. ამის მიზანი არის ისეთი შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა, რომელიც არასრულწლოვნის უსაფრთხოებას ეჭვქვეშ დააყენებდა. ასეთი გარემოება შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მაშინაც კი, როცა თუნდაც ერთი მშობელი ცდილობს მეორე მშობლის თანხმობის გარეშე არასრულწლოვნის საზღვრებს გარეთ გაყვანას. აღნიშნული და მასთან დაკავშირებული შემთხვევებისთვის კანონმდებელი გარკვეულ რეგულაციებს აწესებს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა.

საქართველოს კანონში “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” განსაზღვრულია გარკვეული წესები და პირობები. კერძოდ: 1) აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, 16 წლამდე არასრულწლოვნის დროებით გასვლა საზღვარგარეთ შესაძლებელია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. ამასთან, მას თან უნდა ახლდეს ერთი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი მაინც; 2) 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაქორწინებული, მხოლოდ ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაც საკმარისია; 3) არასრულწლოვანისთვის, რომელსაც ბიომეტრიული პასპორტი აღებული აქვს და თან ახლავს ერთი მშობელი, მეორე მშობლის თანხმობა საჭირო აღარ არის. საკმარისია ბავშვის დაბადების მოწმობაც, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ნათარგმნი და 4) თუ არასრულწლოვანს თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ასეთ შემთხვევაში მათი თანხმობის საფუძველზე შესაძლებლია მიეცეს მას პასპორტი. ამისთვის ერთ-ერთი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული საშუალებით გამოხატული თანხმობაც საკმარისია.

გარდა ზემოდხსენებული კანონისა, არასრულწლოვანს, რომელიც 14 წელს მიღწეულია და რომელსაც აღებული აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შეუძლია მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვოს პასპორტის მიღება. აღნიშნულის რეგულირება ხდება საქართველოს კანონის საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის(ბინადრობის) მოწმბისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით, კერძოდ, მე-202 ნაწ-4 , 41, 7, 8 ნაწილების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ვრცლად

საზღვრის კვეთის ნებართვა

საზღვრის კვეთის ნებართვა

ვრცლად

არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება

არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება

ვრცლად

არასრულწლოვნის ქონების განკარგვა

არასრულწლოვნის ქონების განკარგვა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp