iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » განქორწინება » ბავშვის სურვილი მშობლების გაშორების შემდეგ - რა მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოში?
იურიდიული სტატია

ბავშვის სურვილი მშობლების გაშორების შემდეგ - რა მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოში?

3-11-2025, 12:35 განქორწინება / განქორწინება დისტანციურად ემიგრანტებისთვის / განქორწინების მედიაცია / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / ალიმენტის დაკისრება / ოჯახური დავები / სიახლე 26 ნახვა
ბავშვის სურვილი მშობლების გაშორების შემდეგ - რა მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოში?

მშობლების განშორება ყოველთვის რთული პროცესია - განსაკუთრებით მაშინ, როცა შუაში ბავშვია. ხშირად, ერთ-ერთი მშობელი ცდილობს ბავშვის დამოკიდებულების შეცვლას მეორე მშობლის მიმართ, რაც სერიოზულად აზიანებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას და მომავალ ურთიერთობებს.

ერთ-ერთმა მოქალაქემ გაგვიზიარა გამოცდილება: „მე და მეუღლე განშორებულები ვართ. ბავშვი დედასთან ცხოვრობს, თუმცა ხშირად მისგან ცუდს ისმენს ჩემს შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მაქვს ბავშვის ნახვისა და დროებით სახლში წაყვანის უფლება, ამას ძალიან მიჭირს. მხოლოდ ერთხელ, სოციალური მუშაკის დახმარებით შევძელი შვილის ჩემთან წაყვანა. ბავშვი ამბობს, რომ დედა ხშირად უყვირის და ჩემთან ცხოვრება უნდა. მაინტერესებს, სასამართლო რამდენად გაითვალისწინებს ბავშვის სურვილს?“

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს: „ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებით. განიხილება ყველა გარემოება - რომელ მშობელთან აქვს ბავშვს უფრო სტაბილური, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, რამდენად არის ადაპტირებული მიმდინარე საცხოვრებელ პირობებთან და როგორი ემოციური ბმა აქვს თითოეულ მშობელთან.“

ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მოსაზრებას - თუ რომელ მშობელთან სურს მას ცხოვრება.
დღესდღეობით კანონმდებლობა აღარ აწესებს კონკრეტულ ასაკობრივ ზღვარს, რის შემდეგაც შეიძლება ბავშვის მოსმენა. მთავარია, რომ ბავშვი იყოს კომუნიკაბელური და შეძლოს საკუთარი სურვილის გამოთქმა.

სასამართლო ბავშვის მოსაზრებას აღიქვამს როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოსაზრება ემყარება რეალურ ემოციურ მდგომარეობას და არა მშობელთა ზეწოლას.

რა უნდა იცოდეთ მშობლებმა?

1.ბავშვის ინტერესები ყოველთვის პრიორიტეტულია. სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ მშობლების სურვილის საფუძველზე. მთავარი არის ბავშვის კეთილდღეობა.

2. ბავშვის მოსმენა შესაძლებელია ნებისმიერი ასაკიდან. თუ ბავშვი შეიძლება თავისი აზრის ფორმულირება და მშვიდად საუბარი, სასამართლო აუცილებლად მოისმენს მის პოზიციას.

3. სოციალური მუშაკის როლი გადამწყვეტია. ისინი აფასებენ ოჯახის გარემოს, მშობელთა ქცევას და ამ დასკვნით ეხმარებიან სასამართლოს ობიექტურ გადაწყვეტილებაში.

4. დამატებითი მტკიცებულებები მნიშვნელოვანია. მაგალითად: ფსიქოლოგის დასკვნა, სკოლიდან ინფორმაცია, ოჯახის გარემოს შეფასება და სხვა.

ბავშვის სურვილი სასამართლოსთვის უმნიშვნელო არაა - პირიქით, ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფაქტორია საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას. მთავარი ის არის, რომ გადაწყვეტილება ემსახურებოდეს ბავშვის მშვიდ ცხოვრებას, ემოციურ სტაბილურობას და დაცულ გარემოს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ბავშვის სურვილი, სასამართლო, მშობელთა განშორება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, ბავშვის უფლებები, სოციალური მუშაკი, სამოქალაქო სამართალი, ბავშვის საუკეთესო ინტერესები, განქორწინება, სასამართლო გადაწყვეტილება, მშობელთა დავა, ბავშვი გ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საოჯახო დავები-გვპასუხობს ადვოკატი

საოჯახო დავები-გვპასუხობს ადვოკატი

ვრცლად

არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანა ყოფილი მეუღლის უარის შემთხვევაში – სამართლებრივი რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა

არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანა ყოფილი მეუღლის უარის შემთხვევაში – სამართლებრივი

ვრცლად

მარტოხელა მშობელი

მარტოხელა მშობელი

ვრცლად

არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

ვრცლად

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp