iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ოჯახური დავები » საოჯახო დავები-გვპასუხობს ადვოკატი
იურიდიული სტატია

საოჯახო დავები-გვპასუხობს ადვოკატი

10-03-2023, 16:51 ოჯახური დავები / ბავშვის მამობის დადგენა / ალიმენტის დაკისრება / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / Advokati | lawyer 266 ნახვა
საოჯახო დავები-გვპასუხობს ადვოკატი

საოჯახო დავებთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხებს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

-თავდაპირველად დავაზუსტოდ, რა საკითხებს მოიცავს საოჯახო დავები და რა ტიპის პრობლემები გვხვდება ყველაზე ხშირად?

-პასუხი : საოჯახო დავებში შედის ის საკითხები,რომლებიც ოჯახს უკავშირდება.ყველაზე ხშირად მოგვმართავენ არასრულწლოვანის უფლებებთან დაკავშირებით,ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით,როგორ ხდება ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა და ა.შ

-როდის უწევს სასამართლოსთვის მიმართვა მშობელს?

-პასუხი : ეს საჭირო ხდება მაშინ,როდესაც მეორე მშობელი ბავშვის გაშვებაზე თანახმა არ არის.ამ დროს სასამართლოს გზით მას ეზღუდება მშობლის უფლებები ან ნაწილში. 16 წელს მიღწეული ასაკის ბავშვს კი შეუძლია ერთი მშობლის თანხმობითაც აიღოს პასპორტი.

-და რა ხდება მაშინ როდესაც მშობლები განქორწინდნენ,ვისთან რჩებიან ბავშვები?

-პასუხი : განქორწინების შემთხვევაში ბავშვები რჩებიან ერთ-ერთ მშობელთან (პრაქტიკაში ძირითადად დედასთან) და ხშირია, როცა ის მეორე მშობელს უზღუდავს, ან საერთოდ არ აძლევს საკუთარ შვილთან ურთიერთობის უფლებას. ამ დროს არა მხოლოდ მშობლის, არამედ ბაშვის უფლებებიც ირღვევა რადგან ბავშვს აქვს უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ასეთ დროს მიმართავენ სასამართლოს და განსაზღვრავენ ბავშვის ნახვის დღეებს, ბავშვის საკუთარ საცხოვრებელში წამოყვანის დროს, ბავშვის სასეირნოდ წაყვანის, ბავშვის დასასვენებლად წაყვანის დროებს და ა.შ.

- ვინ უნდა გადაწყვიტოს რომელ მშობელთან დარჩება ბავშვი?

-პასუხი : მშობლებს შვილების მიმართ თანაბარი უფლება-მოვალეობები ეკისრებათ, ისინი თავად განსაზღვრავენ არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილს და თუ მათ შორის წარმოიშვება დავა აღნიშნულ საკითხზე, ამ შემთხვევაში ბავშვის საცხოვრებელ ადგილს ადგენს სასამართლო, ერთ-ერთი მშობლის სარჩელის საფუძველზე. სასამართლო დავის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

-გასაგებია.ალიმენტის თაობაზე რას გევტყვით?

-პასუხი : ალიმენტის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ მშობლებს და მათ მიერ გადახდის შეუძლებლობის შემთხვევაში ის შეიძლება, დაეკისროს ბებიასა და ბაბუას.საქართველოში ძირითადად გვაქვს ალიმენტის გადახდის მამისათვის დაკისრების პრაქტიკა

სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.ალიმენტის ოდენობა ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ქართველები იტალიაში, იტალიაში ქართველები, ემიგრანტები იტალიაში, ქართველი ემიგრანტები იტალიაში, ადვოკატი იტალიაში, იტალიაში ადვოკატი, შემოსავლების სამსახურში გასაჩივრება, საჩივრის წარდგენა, natia nakashidze, natia, nakashidze, lawyer 599505578, lawyer in G
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა

ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა

ვრცლად

გვპასუხობს იურისტი :არასრულწლოვანთან დაკავშირებული სასამართლო დავები

გვპასუხობს იურისტი :არასრულწლოვანთან დაკავშირებული სასამართლო დავები

ვრცლად

მშობლის უფლების ჩამორთმევა და აღდგენა

მშობლის უფლების ჩამორთმევა და აღდგენა

ვრცლად

ოჯახური დავები

ოჯახური დავები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp