iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანა ყოფილი მეუღლის უარის შემთხვევაში – სამართლებრივი რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა
იურიდიული სტატია

არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანა ყოფილი მეუღლის უარის შემთხვევაში – სამართლებრივი რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა

1-09-2025, 15:50 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ოჯახური დავები / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ემიგრანტები იტალიაში 36 ნახვა
არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანა ყოფილი მეუღლის უარის შემთხვევაში – სამართლებრივი რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა

არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანა ყოფილი მეუღლის უარის შემთხვევაში - სამართლებრივი რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა მაშინ, როცა ერთი მშობელი უარს აცხადებს თანხმობის გაცემაზე. მსგავსი დავები განსაკუთრებით აქტუალურია ემიგრანტი მშობლებისთვის.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 16 წლამდე არასრულწლოვნის პასპორტის გასაცემად აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა.

გამონაკლისია შემთხვევები, როცა:

  • ერთი მშობელი გარდაცვლილია,
  • უგზო-უკვლოდ არის გაუჩინარებული,
  • მასზე შეზღუდულია ან ჩამორთმეულია მშობლის უფლება.

თუ მეორე მშობელი უარს ამბობს, საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გზით.

არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანის სასამართლოში განხილვისას:

  • ერთვება სოციალური მომსახურების სააგენტო,
  • მზადდება ფსიქოლოგის და სოცმუშაკის დასკვნა,
  • მოწმდება მშობლების პასუხისმგებლობის ხარისხი და ბავშვის საჭიროებები.

გაითვალიწინეთ! სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები (ადვოკატი ნათია ნაკაშიძის) პრაქტიკიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლო, 2024 წელი
საქმე შეეხებოდა დედას, რომელიც იტალიაში ცხოვრობდა და სურდა ბავშვის წაყვანა. მამა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ მამა არ ასრულებდა ალიმენტის ვალდებულებას და ფაქტობრივად არ იყო ჩართული ბავშვის აღზრდაში. სასამართლომ დედას მიანიჭა უფლება დამოუკიდებლად მოეთხოვა პასპორტის გაცემის ნებართვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, 2021 წელი
მამა ცდილობდა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანას, მაგრამ დედა არ თანხმდებოდა. სოცმუშაკის დასკვნით დადგინდა, რომ ბავშვისთვის აუცილებელი იყო საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მიღება. სასამართლომ ეს გარემოება მიიჩნია გადამწყვეტ არგუმენტად და მამას მისცა უფლება დამოუკიდებლად გადაეყვანა შვილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლო, 2020 წელი
დედა ითხოვდა ბავშვის იტალიაში წაყვანას, სადაც მუშაობდა და ცხოვრობდა. მამა აცხადებდა, რომ საზღვარგარეთ წაყვანით დაკარგავდა ბავშვსთან ურთიერთობის შესაძლებლობას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ბავშვის ინტერესებში შედიოდა დედასთან ერთად ცხოვრება, ვინაიდან მამა ვერ უზრუნველყოფდა მის მატერიალურ და სოციალურ საჭიროებებს.

აღნიშნული მაგალითები აჩვენებს, რომ სასამართლო ინდივიდუალურად აფასებს თითოეულ საქმეს, მაგრამ გადამწყვეტი კრიტერიუმი ყოველთვის რჩება ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად საჭიროა:

1) საერთაშორისო პასპორტი, (16 წლამდე აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა)

2) დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი,

3) მშობელთა პასპორტების ასლები,

4) სასამართლოს გადაწყვეტილება (მხოლოდ იმ შემთხვევაში ,თუ მეორე მშობლის თანხმობა არ არსებობს),

5) დანიშნულ ქვეყანაში საჭირო ვიზა და სხვა თანმდევი დოკუმენტები.

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს დანიშნულების ქვეყნის ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული.

გაითვალისწინეთ!

თუ ყოფილი მეუღლე უარს ამბობს ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე, სასამართლო არის ერთადერთი სამართლებრივი გზა. სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები ყოველთვის ეფუძნება ბავშვის ინტერესებს, და თუ დადგინდება, რომ მეორე მშობელი ვერ ასრულებს მოვალეობებს, უფლებამოსილება გადაეცემა იმ მშობელს, ვისთანაც არასრულწლოვნის კეთილდღეობა უკეთესად იქნება დაცული.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანა, ყოფილი მეუღლის უარის შემთხვევაში
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ვრცლად

საზღვრის კვეთის ნებართვა

საზღვრის კვეთის ნებართვა

ვრცლად

მშობლის თანხმობა არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანისას

მშობლის თანხმობა არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანისას

ვრცლად

ბავშვის სამოგზაუროდ წაყვანა, მეორე მშობლის წინააღმდეგობის დროს

ბავშვის სამოგზაუროდ წაყვანა, მეორე მშობლის წინააღმდეგობის დროს

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp