iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » განქორწინება » განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე
იურიდიული სტატია

განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე

28-08-2025, 14:12 განქორწინება / განქორწინების მედიაცია / განქორწინება დისტანციურად ემიგრანტებისთვის / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ემიგრანტები იტალიაში 51 ნახვა
განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე

განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე

განქორწინება დისტანციურად, როგორ ხდება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

ბოლო წლებში, განსაკუთრებით ემიგრანტთა რიცხვის ზრდასთან ერთად, დისტანციური განქორწინება გახდა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სამართლებრივი საკითხი. ბევრ ადამიანს სურს ოჯახის სამართლებრივი ურთიერთობის დასრულება ისე, რომ საქართველოში ჩამოსვლა არ დასჭირდეს. სწორედ ამიტომ, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე ისაუბრებს როგორ ხდება ეს პროცედურა, რა დოკუმენტები არის საჭირო და რა გზებით ხდება მისი განხორციელება.

რა არის დისტანციური განქორწინება?

დისტანციური განქორწინება ნიშნავს, რომ მეუღლეებს შეუძლიათ ოფიციალურად შეწყვიტონ ქორწინება საქართველოს იუსტიციის სახლში ან სასამართლოში, თავად ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე. ეს შესაძლებელია ადვოკატის მეშვეობით, რომელსაც მხარეები მიანიჭებენ უფლებამოსილებას მინდობილობის საფუძველზე.

1. შესაძლებელია თუ არა განქორწინება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

დიახ, ეს შესაძლებელია. თუ ორივე მხარე თანახმაა განქორწინებაზე, ადვოკატი წარმოადგენთ მათ ინტერესებს. ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე წინააღმდეგია, საქმე სასამართლოში განიხილება.

აღნიშნულისათვის საკმარისია მინდობილობის მომზადება ნოტარიუსთან, რომელიც ვიდეოზარის საშუალებით შეამოწმებს თქვენს პირადობას და მოამზადებს დოკუმენტს.

2. რა ხდება, თუ ორივე მეუღლე უცხოეთშია?

თუ ორივე თანხმდება განქორწინებაზე, შესაძლებელია ერთდროულად მოამზადონ მინდობილობა და ადვოკატმა მათ ნაცვლად შეიტანოს განცხადება.

პროცედურა გრძელდება დაახლოებით 6 სამუშაო დღე და გადაწყვეტილება ოფიციალურად რეგისტრირდება.

3. როგორ კეთდება მინდობილობა?

მინდობილობა მზადდება:

ნოტარიუსი დისტანციურად, ვიდეოზარით ადასტურებს თქვენს პირადობას (პასპორტი ან ID ბარათი აუცილებელია).

დოკუმენტში დეტალურად იწერება, რომ ადვოკატის უფლება მოვალეობები, დეტალური ინფორმაცია ონლაინ მინდობილობის დამზადების შესახებ იხილეთ ვიდეოს სახით ლინკზე: მინდობილობა ონლაინ ემიგრანტებისათვის, პროცედურა და ფასები

4. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ ერთი მეუღლეა საქართველოში?

თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოში იმყოფება, ხოლო მეორე საზღვარგარეთ და მასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება, მაინც შესაძლებელია განქორწინება.

ასეთ შემთხვევაში სარჩელი აღიძვრება მეუღლის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და იწყება სასამართლო პროცესი.

5. რა ხდება, თუ მეორე მეუღლე წინააღმდეგია?

განქორწინება არის პირადი უფლება, და მიუხედავად უარისა, სასამართლო მაინც გამოიტანს განქორწინების გადაწყვეტილებას. უარი ვერ გახდება ბარიერი, თუმცა პროცედურა შედარებით დროში იწელება სასამართლო განხილვის გამო.

დისტანციური განქორწინება არის მოქნილი, სწრაფი და თანამედროვე გამოსავალი მათთვის, ვინც უცხო ქვეყანაში ცხოვრობს. სწორად მომზადებული მინდობილობით და გამოცდილ ადვოკატთან თანამშრომლობით, შესაძლებელია პროცედურა წარმატებით დასრულდეს, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


განქორწინება დისტანციურად

განქორწინება დისტანციურად

ვრცლად

განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ემიგრანტებს

განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ემიგრანტებს

ვრცლად

განქორწინება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ემიგრანტებს

განქორწინება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ემიგრანტებს

ვრცლად

განქორწინება ონლაინ 5 დღეში

განქორწინება ონლაინ 5 დღეში

ვრცლად

განქორწინება დისტანციურად (კითხვა-პასუხი)

განქორწინება დისტანციურად (კითხვა-პასუხი)

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp