განქორწინება ონლაინ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, განქორწინების ადვოკატი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (სსკ) მიხედვით, ქორწინების შეწყვეტა ხდება განქორწინების აქტის სახელმწიფო რეგისტრაციის მეშვეობით, რომელსაც კანონიერი ძალა ექნება მხოლოდ აღნიშნული ადმინისტრაციული პროცედურის დასრულების შემდეგ. განქორწინება შეიძლება მოხდეს მხარეთა შეთანხმებით, ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით,
იმ შემთხვევაში თუკი ორივე მეუღლე თანაახმა განქორწინებაზე, მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგი ორგანოების მიერ:
- იუსტიციის სახლი;
- საქართველოს საკონსულო დაწესებულება (თუ ერთ-ერთი მეუღლე საზღვარგარეთია).
- წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში, პროცედურა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
განქორწინება რეგისტრირდება შემდეგ შემთხვევებში:
- მეუღლეთა ორმხრივი თანხმობა (ერთობლივი განცხადებით);
- სასამართლოს გადაწყვეტილება;
ერთ-ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზე, თუკი:
- მეორე მეუღლე სასამართლოდან მიღებული 3 წლიანი ან უფრო მეტწლიანი პატიმრობის განაჩენით სჯება;
- მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის აღიარებული;
- ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება.
განქორწინების რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
- მეუღლეთა პირადობის მოწმობების ასლები;
- ქორწინების მოწმობა (ორიგინალი ან ასლი);
- ერთობლივი განცხადება განქორწინების შესახებ;
- ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა (თუ პროცესში მონაწილეობს წარმომადგენელი).
თუ მეუღლეები ვერ თანხმდებიან განქორწინებაზე ან არსებობს დავა ქონებრივი გაყოფის, ბავშვთა მოვლა-პატრონობის ან სხვა საკითხებზე, საქმე გადაეცემა სასამართლოს. საქმის განხილვა ხდება ზოგადი ან გამარტივებული წესით, ხოლო გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მტკიცებულებებსა და კანონის მოთხოვნებს.
ჩაეწერეთ განქორწინების ადვოკატთან კონსულტაციაზე!
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
