iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ემიგრანტები იტალიაში » პენსია იტალიაში - მე-13 და მე14 პენსია
იურიდიული სტატია

პენსია იტალიაში - მე-13 და მე14 პენსია

17-07-2025, 13:19 ემიგრანტები იტალიაში / ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / nana nakashidze / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi 17 ნახვა
პენსია იტალიაში - მე-13 და მე14 პენსია

პენსიის დანიშვნის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

მეცამეტე პენსია:

მეცამეტე პენსია ავტომატურად ენიჭება პენსიონერს დეკემბრის თვის სტანდარტულ პენსიასთან ერთად. მისი მისაღებად ცალკე განაცხადის წარდგენა საჭირო არ არის.

მეთოთხმეტე პენსია:

როდესაც პენსია უკვე დანიშნულია, რეკომენდებულია დროულად მოითხოვოთ მეთოთხმეტე პენსიის დანიშვნა. მეთოთხმეტე პენსია გაიცემა წელიწადში ერთხელ, ივნისისა ან ივლისის თვეში.

მეთოთხმეტე პენსიის მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერის წლიური შემოსავალი არ აღემატება 16 000 ევროს.

მეთოთხმეტე პენსიის მისაღებად საჭირო პროცედურა:

  • საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურიდან აიღეთ ბოლო ერთი წლის პენსიის წლიური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა.

  • აღნიშნული ცნობა უნდა დაამოწმოთ ნოტარიულად, თარგმნოთ იტალიურ ენაზე და დაადასტუროთ აპოსტილით საქართველოს იუსტიციის სახლში.

  • იტალიის საკონსულოს მიერ ამ დოკუმენტის ლეგალიზაცია საჭირო არ არის.

პენსიის დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტები:

1.პასპორტი (Passaporto)

2. პირადობის მოწმობა (Carta d’identità)

3. ფისკალური კოდი (Codice fiscale)

4. ბინადრობის ნებართვა (Permesso di soggiorno) – მისაღებია მინიმუმ 2-წლიანი ნებართვა.

5. საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი (Residenza)

6. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (IBAN) – იმ ქვეყნის, რომელშიც გსურთ პენსიის ჩარიცხვა.

7. შვილების დაბადების მოწმობა (Certificato di nascita dei figli) – დედობის პენსიის შემთხვევაში.

8. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის მიერ გაცემული წლიური პენსიის შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა (Certificato del reddito annuale della pensione dalla previdenza sociale georgiana) – მეთოთხმეტე პენსიის მოთხოვნისთვის.

ზემოთ მოცემული დოკუმენტების დროული მომზადება და შესაბამისი პროცედურების დაცვა უზრუნველყოფს პენსიის შეუფერხებლად მიღებას.

გაითვალისწინეთ: საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის პენსია დანიშნული, პარალელურად უფლება აქვს მიიღოს საქართველოში ასაკობრივი პენსია!

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: პენსია იტალიაში
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


პენსია იტალიაში - ინფორმაცია სრულად

პენსია იტალიაში - ინფორმაცია სრულად

ვრცლად

პენსია იტალიაში - ინვალიდობის პენსია

პენსია იტალიაში - ინვალიდობის პენსია

ვრცლად

პენსია იტალიაში - 4 კატეგორია

პენსია იტალიაში - 4 კატეგორია

ვრცლად

პენსია იტალიაში - როგორ გადავიტანოთ იტალიური პენსია საქართველოში?

პენსია იტალიაში - როგორ გადავიტანოთ იტალიური პენსია საქართველოში?

ვრცლად

ორმაგი მოქალაქეობა და პენსია

ორმაგი მოქალაქეობა და პენსია

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp