iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ემიგრანტები იტალიაში » პენსია იტალიაში - როგორ გადავიტანოთ იტალიური პენსია საქართველოში?
იურიდიული სტატია

პენსია იტალიაში - როგორ გადავიტანოთ იტალიური პენსია საქართველოში?

17-07-2025, 13:50 ემიგრანტები იტალიაში / ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / nana nakashidze 61 ნახვა
პენსია იტალიაში - როგორ გადავიტანოთ იტალიური პენსია საქართველოში?

როგორ გადავიტანოთ იტალიური პენსია საქართველოში?

იტალიაში მიღებული პენსიის საქართველოში გადატანა რამდენიმე მარტივი ეტაპით ხორციელდება:

1. პენსიის დანიშვნისას მითითება

პენსიის დანიშვნის მოთხოვნისას, საქმის მწარმოებელს აუცილებლად აცნობეთ, რომ გსურთ პენსიის პირდაპირ საქართველოში ჩარიცხვა. ეს შეამცირებს შემდგომში საჭირო ადმინისტრაციულ პროცედურებს.

2. საცხოვრებელი მისამართის შეცვლა

საქართველოში დაბრუნებამდე:

  • ეწვიეთ თქვენს მუნიციპალიტეტს (Anagrafe), სადაც თქვენი მისამართია რეგისტრირებული.

  • შეავსეთ სპეციალური ფორმა, რომელშიც მიუთითებთ, რომ აპირებთ საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნებას.

  • ოფიციალური ცვლილება განხორციელდება განაცხადის გაკეთებიდან დაახლოებით 45 დღეში.

აუცილებლად უნდა აცნობოთ ახალი მისამართი იტალიის სოციალურ დაზღვევის სააგენტოს (INPS) და იტალიის საგადასახადო სააგენტოს (Agenzia delle Entrate), რათა არ შეიქმნას პრობლემები საგადასახადო დეკლარაციის (7/30) წარდგენასთან დაკავშირებით.

3. იტალიური IBAN-ის ჩანაცვლება ქართული IBAN-ით

იტალიური პენსიის მისაღებად საქართველოში უნდა გქონდეთ ანგარიშის ნომერი (IBAN), რომელიც რეგისტრირებულია რომელიმე ქართულ ბანკში (მაგალითად, საქართველოს ბანკი).

INPS-სთვის IBAN-ის დასადასტურებლად საჭიროა:

1.ბანკის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული საბანკო რეკვიზიტების დოკუმენტი.

2. ბანკის მიერ სპეციალური ფორმის შევსება, სადაც მითითებულია თქვენი იტალიურ პირადობაში არსებული პირადი მონაცემები, ქართული IBAN-ი და ბანკის სრული ინფორმაცია.

4. ცოცხლად ყოფნის დამადასტურებელი სერტიფიკატი

იტალიის სახელმწიფო ყოველწლიურად ითხოვს ცოცხლად ყოფნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (Certificato di esistenza in vita), რომელსაც გასცემს საერთაშორისო საგადასახადო სააგენტო (CITI – Citibank). ამ სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში INPS წლის ბოლოს აჩერებს პენსიის გადახდას.

დამატებითი ინფორმაცია პენსიის ოდენობის შესახებ

იტალიის საპენსიო სისტემა ეფუძნება კონტრიბუციების პრინციპს. ამასთან, პენსიის ოდენობაზე განსაკუთრებით მოქმედებს ბოლო წლებში მიღებული ანაზღაურება, განსაკუთრებით ბოლო 5-10 წლის განმავლობაში. შესაბამისად, სასურველია პენსიაზე გასვლის წინა წლებში გქონდეთ მაღალი შემოსავლის კონტრაქტები.

საქართველოს მოქალაქის უფლება დამატებით პენსიაზე

გაითვალისწინეთ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იღებენ უცხოურ პენსიას, ასევე აქვთ უფლება პარალელურად ისარგებლონ საქართველოში არსებული ასაკობრივი პენსიით.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: პენსია იტალიაში, როგორ გადავიტანოთ იტალიური პენსია საქართველოში
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


პენსია იტალიაში - მე-13 და მე14 პენსია

პენსია იტალიაში - მე-13 და მე14 პენსია

ვრცლად

პენსია იტალიაში - ინვალიდობის პენსია

პენსია იტალიაში - ინვალიდობის პენსია

ვრცლად

პენსია იტალიაში - 4 კატეგორია

პენსია იტალიაში - 4 კატეგორია

ვრცლად

ორმაგი მოქალაქეობა და პენსია

ორმაგი მოქალაქეობა და პენსია

ვრცლად

იტალიური ენის ოცდამეოთხე კვირეულის აღნიშვნა საქართველოში

იტალიური ენის ოცდამეოთხე კვირეულის აღნიშვნა საქართველოში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp