იტალიის პოლიციამ ქართველი ქალი და მისი მეგობარი მამაკაცი დააკავა ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით
იტალიელი კარაბინიერები ქალაქ მაჩერატაში (მარკეს რეგიონი) მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, 49 წლის ეკა ჯ.-ს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მასთან ერთად ფარულ კონტროლზე იყო აყვანილი ნიგერიელი მამაკაცი ბენჟამინ უ. – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია აცხადებს
2022 წლის 20 ოქტომბერს იტალიის პოლიციამ ქართველი ქალი და მისი მეგობარი მამაკაცი დააკავა ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით.
პრესა წერს, რომ ქართველი ქალი, მეგობარ მამაკაცთან ერთად ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყო შემჩნეული. სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს მაჩერატის რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარე სახლში.
ჩხრეკისას აღმოჩენილია სარეალიზაციოდ დაფასოებული, სხვადასხვა ადგილას დამალული კოკაინი, ჰეროინი და 1500 ევროს ოდენობით ნაღდი ფული. მძიმე დანაშაულში – ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში ბრალდებული ორივე პირი დაკავებულია. მამაკაცი გადაყვანილია ანკონის ციხეში, ქალი – პეზაროს ციხეში.
წყარო: ansa.it
foto: carabinieri.it
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
