გერმანიაში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი
გენერალი გიგი კალანდაძე დააკავეს. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გერმანიაში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით აიყვანეს. კალანდაძე აგვისტოს ომის დროს მეოთხე ბრიგადას ხელმძღვანელობდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა.
კალანდაძესთან დაახლოებული პირი, გიორგი კასრაძე TV პირველთან" ამბობს, რომ კალანდაძე პატრიოტია და მის დაკავებაში შესაძლოა, რუსეთის ხელი ერიოს.
"არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ბოლოს გიგისთან ერთი ორი თვის წინ მქონდა საუბარი. ვიცი, რომ უკრაინაში მუშოაბს, დაგეგმარების მიმართულებით იყო ფონდის და რავიცი, რატომ უნდა დაეკავებინათ მიზეზიც არ ვიცი, პატრიოტი და მებრძლი ადამიანია და გარდა რუსული ძალების მას მტერი ვინ უნდა ჰყავდეს არ ვიცი, - ამბობს კასრაძე.
თუ რას უკავშირდება გენშტაბის ყოფილი უფროსის დაკავება უცნობია.
წყარო:exclusivetv.ge
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
