iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები » Adeguata Verifica (QAV) - უცილებელი ინფორმაციის განახლება
იურიდიული სტატია

Adeguata Verifica (QAV) - უცილებელი ინფორმაციის განახლება

28-06-2025, 21:13 ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ემიგრანტები იტალიაში / nana nakashidze / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში 20 ნახვა
Adeguata Verifica (QAV) - უცილებელი ინფორმაციის განახლება

თუკი იტალიაში ცხოვრობ და თუ იყენებ „Poste Italiane“-ის ბარათს, შენთვის მნიშვნელოვანია იცოდე ახალი რეგულაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს შენს საბანკო ოპერაციებზე.

თუ ბოლო პერიოდში მიიღო ელფოსტით შეტყობინება „Poste Italiane“-სგან, სადაც საუბარია კითხვარის Questionario di Adeguata Verifica (QAV) –განახლებაზე, ეს ნიშნავს, რომ უნდა მოახდინო შენი ფინანსური ინფორმაციის გადამოწმება.

გაფრთხილება: თუ არ განაახლებ კითხვარს დროულად, შესაძლოა შეგეზღუდოს წვდომა საბანკო სერვისებზე. ეს მოიცავს ისეთი ოპერაციების შეუძლებლობას, როგორიცაა გადარიცხვები, ბალანსის ნახვა, და სხვა საბანკო ფუნქციები.

Adeguata Verifica არის საფინანსო ზედამხედველობის ევროპული რეგულაცია, რომლის მიზანია მომხმარებლის იდენტობისა და ფინანსური მდგომარეობის გადამოწმება. ბანკებს ევალებათ იცოდნენ, საიდან მოდის კლიენტის სახსრები და რა სახის ეკონომიკურ აქტივობას ეწევა.

ეს რეგულაცია ძალაშია ევროკავშირის მასშტაბით და უზრუნველყოფს ფულის გათეთრების პრევენციას და ტრანსპარენტულობას საბანკო სისტემაში.

QAV კითხვარის შევსებისას საჭიროა შემდეგი ტიპის ინფორმაციის წარდგენა:

  • სამუშაო ადგილი – კონკრეტული ორგანიზაციის დასახელება და სათაო ოფისის მისამართი.

  • წლიური შემოსავალი – საშუალო მონაცემი ან შეფასება.

  • მემკვიდრეობით მიღებული ქონება – გაქვს თუ არა, რა ღირებულებისაა.

  • უძრავი ქონება – საკუთრებაში გაქვს თუ არა და რამდენად ფასობს.

  • სხვა საბანკო ანგარიშები – რომელ ბანკებში გაქვს ანგარიშები და რა ტიპის.

ბანკი ითხოვს სრულ ფინანსურ სურათს, რათა შეძლოს შენი ეკონომიკური საქმიანობის შეფასება.

შევსება შესაძლებელია ორი გზით:

  1. ონლაინ რეჟიმში – ეწვიე ოფიციალურ ვებსაიტს:
    https://www.poste.it/aggiornamento-questionario-adeguata-verifica

  2. პირადად ბანკში მისვლით – მიბრძანდი შენს ფილიალში და შეავსე კითხვარი ადგილზე.

შევსება ხდება:

  • ბარათის პირველად აღებისას

  • ან ბარათის გამოყენების გარკვეული დროის შემდეგ, როცა ბანკი ითხოვს მონაცემების განახლებას.

თუ არ განაახლებ დროულად, ბანკს უფლება აქვს დაბლოკოს შენი ბარათით სარგებლობა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: Adeguata Verifica (QAV) - უცილებელი ინფორმაციის განახლება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ნათია თურნავამ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ევროკავშირის "დაძმობილების" პროექტის ერთობლივ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ევროკავშირის

ვრცლად

Residenza (ჩაწერა) და Ospitalità (სტუმრობა) – რა განსხვავებაა?

Residenza (ჩაწერა) და Ospitalità (სტუმრობა) – რა განსხვავებაა?

ვრცლად

საბანკო სამართალი

საბანკო სამართალი

ვრცლად

საინვესტიციო სამართალი

საინვესტიციო სამართალი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp