iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები » Residenza (ჩაწერა) და Ospitalità (სტუმრობა) – რა განსხვავებაა?
იურიდიული სტატია

Residenza (ჩაწერა) და Ospitalità (სტუმრობა) – რა განსხვავებაა?

8-04-2025, 19:55 ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ემიგრანტები იტალიაში / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / iuristi / Advokati | lawyer / nana nakashidze 29 ნახვა
Residenza (ჩაწერა) და Ospitalità (სტუმრობა) – რა განსხვავებაა?

Residenza (ჩაწერა) და Ospitalità (სტუმრობა) - რა განსხვავებაა?

Residenza არის მუდმივი საცხოვრებელი მისამართი, სადაც ადამიანი რეგისტრირებულია და რომელიც იურიდიულად აღიარებულია მის ოფიციალურ საცხოვრებელ ადგილად. ეს აუცილებელია მრავალი უფლებრივი და ადმინისტრაციული პროცესისთვის, როგორიცაა ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა, საბანკო ანგარიშის გახსნა, ბინადრობის ნებართვის აღება, მოქალაქეობა და ა.შ.

Ospitalità ნიშნავს დროებით განთავსებას სხვის საცხოვრებელში რეგისტრაციის გარეშე. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, მეგობართან ან ნათესავთან დროებითი ცხოვრება, თუმცა ამ შემთხვევაში ადამიანი ოფიციალურად არ ითვლება იმ მისამართზე მცხოვრებად.

Residenza-ს დადებითი მხარეები:

  • გაძლევთ იურიდიულ უფლებებს (მაგ., ჯანდაცვაზე, სკოლებზე, სოციალურ დახმარებაზე წვდომა).
  • აუცილებელია მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვისთვის.
  • იძლევა ოფიციალურ მისამართს საბანკო, საგადასახადო და ადმინისტრაციული საჭიროებებისთვის.
  • ხელს უწყობს სტაბილურ ფინანსურ ოპერაციებს, როგორიცაა კრედიტის აღება, განვადება.

Residenza-ს უარყოფითი მხარეები:

  • მოითხოვს გადასახადებისა და კომუნალური ხარჯების გადახდას (რის გამოც დამსაქმებლები ხშირად უარს ამბობენ ჩაწერაზე).
  • რეგისტრაციის პროცესი შეიძლება იყოს დროში გაწელილი და ბიუროკრატიული.
  • Ospitalità-ს დადებითი მხარეები:
  • მარტივი და მოქნილი ვარიანტია, განსაკუთრებით დროებითი საცხოვრებლისთვის.
  • არ მოითხოვს გადასახადებისა და კომუნალური ხარჯების გადახდას.
  • შესაძლებელია, რომ სწრაფად მიიღოთ დროებითი საცხოვრებელი ვინმესთან.


Ospitalità-ს უარყოფითი მხარეები:

  • არ გაძლევთ ოფიციალურ სტატუსს (ვერ დარეგისტრირდებით როგორც მუდმივი მაცხოვრებელი).
  • შესაძლებელია სახელმწიფო სერვისებზე შეზღუდული წვდომა (მაგ: ექიმთან უფასო რეგისტრაცია).


დამზადების ვადები

Residenza-ს დამზადების ვადები:

რეგისტრაცია ჩვეულებრივ 2-45 დღემდე გრძელდება, მუნიციპალიტეტის მიხედვით.
საჭიროა პოლიციის შემოწმება, ამიტომ პროცესი შეიძლება 60 დღემდე გაგრძელდეს.
მისამართის შეცვლა შეიძლება 2-4 კვირაში დასრულდეს, მაგრამ ეს კვლავ მუნიციპალიტეტის პროცედურებზეა დამოკიდებული.

Ospitalità-ს დამზადების ვადები:

სტუმრობაზე მოთხოვნა უნდა გაკეთდეს 48 საათის განმავლობაში.
მუნიციპალიტეტში შეტანა და დადასტურება შეიძლება 2-7 დღეში დასრულდეს.
პოლიციისთვის შეტყობინება (თუ უცხოელი ხართ) მასპინძელმა უნდა გააკეთოს 48 საათში.

გაითვალისწინეთ!
თუ გჭირდებათ სტაბილური და იურიდიულად აღიარებული საცხოვრებელი მისამართი, Residenza საუკეთესო არჩევანია
თუ მხოლოდ დროებითი საცხოვრებელი გჭირდებათ, Ospitalità სწრაფი და მარტივი ვარიანტია, მაგრამ იურიდიულ სტატუსს არ გაძლევთ.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: Residenza (ჩაწერა), Ospitalità (სტუმრობა), რა განსხვავებაა?
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


Residenza (registrazione anagrafica) e Ospitalità (ospitalità temporanea) - Qual è la differenza?

Residenza (registrazione anagrafica) e Ospitalità (ospitalità temporanea) - Qual è la

ვრცლად

რა არის ბინადრობის მოწმობა ?

რა არის ბინადრობის მოწმობა ?

ვრცლად

ბინადრობის მოწმობა

ბინადრობის მოწმობა

ვრცლად

ბინადრობის ნებართვის მოპოვება

ბინადრობის ნებართვის მოპოვება

ვრცლად

ბინადრობა, მოქალაქეობა - საემიგრაციო მომსახურება

ბინადრობა, მოქალაქეობა - საემიგრაციო მომსახურება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp