iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ნათია თურნავამ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ევროკავშირის "დაძმობილების" პროექტის ერთობლივ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
იურიდიული სტატია

ნათია თურნავამ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ევროკავშირის "დაძმობილების" პროექტის ერთობლივ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

6-04-2024, 20:29 სიახლე 89 ნახვა
ნათია თურნავამ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ევროკავშირის "დაძმობილების" პროექტის ერთობლივ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ევროკავშირის "დაძმობილების" (Twinning) პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმოიხილეს რეგულირებად სექტორებში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და სამართლებრივი აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესების საკითხები. ასევე, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მიღებული შედეგების და გამოწვევების იდენტიფიცირება.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც ეროვნულმა ბანკმა, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიაღწია.


"ამ კუთხით ძალიან ბევრი რეგულაცია შემუშავდა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი მუდმივად იხვეწება. გასულ წელს 8000-მდე საჩივარი შემოვიდა ეროვნულ ბანკში, 22 000-მდე საბანკო სისტემაში და ჩვენ არა მხოლოდ განვიხილავთ, არამედ თვალს ვადევნებთ როგორი რეაგირება ხდება ამ საჩივრებზე. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების რიცხვი მუდმივად მზარდია, რაც ხაზს უსვამს ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, დადებითად აისახება მომხმარებელთა ცნობიერების ზრდაზე და მათი უფლებების დაცვის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის კონკურენციის განყოფილება, რომელიც გასულ წელს შეიქმნა, ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება რამდენად კარგად არის დაცული კონკურენციის თამაშის წესები საბანკო სექტორში. ხორციელდება მთელი რიგი მოკვლევები და ზედამხედველობა.


"ეკონომიკის სწრაფი განვითარების შესაბამისად, საბანკო სექტორიც სწრაფად ვითარდება, მასში მონაწილე მხარეების უფლებები კი სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად უნდა იყოს დაცული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი და პრიორიტეტი ფინანსური სტაბილურობაა და გადაწყვეტილების მიღების დროს ამასაც ვიღებთ მხედველობაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში, საკანონმდებლო სიახლეებისა და რეგულაციების ეფექტიანად დანერგვის პროცესში საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის კონსულტაციებს და ინტენსიურ თანამშრომლობას თითქმის ყოველდღიური ხასიათი აქვს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ნათია თურნავამ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ევროკავშირის, პროექტის ერთობლივ ღონისძიებაში მიიღო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ეროვნულმა ბანკმა ევროპის ცენტრალურ ბანკთან ვირტუალურ რეჟიმში შეხვედრა გამართა

ეროვნულმა ბანკმა ევროპის ცენტრალურ ბანკთან ვირტუალურ რეჟიმში შეხვედრა გამართა

ვრცლად

ქუთაისში მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გაიმართა

ქუთაისში მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გაიმართა

ვრცლად

„კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ - II საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

„კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ - II საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

ვრცლად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ერთობლივი

ვრცლად

'' საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო’’ 1 იანვრიდან სახელწოდებას იცვლის

'' საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო’’ 1 იანვრიდან სახელწოდებას იცვლის

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp