ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება - ხელშეკრულება
ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება - ხელშეკრულება
საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში სრულდება.
ვის შეუძლია, ისარგებლოს ონლაინ სანოტარო მომსახურებით?
ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს.
როგორ დავამოწმოთ ხელშეკრულება ონლაინ რეჟიმში?
ხელშეკრულების ონლაინში დამოწმება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
ნოტარიუსები ხელშეკრულების მონაწილე მხარეების თანდასწრებით დაუკავშირდებიან ერთმანეთს ონლაინ რეჟიმში. დგება ორი ან რამდენიმე სანოტარო აქტი (რამდენი ნოტარიუსიც მონაწილეობს დამოწმების პროცესში)და თითოეულზე ხელს აწერს ის პირი, რომელიც ნოტარიუსთან იმყოფება.
წყარო: საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
ფოტო: საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
სტატია არის ინფორმაციული ხასიათის და არ ემსახურება რომელიმე კონკრეტული ნოტარიუსის რეკლმას ან წამოჩენას როგორც საუკეთესოს.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
