iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესის შესახებ რეკომენდაცია გამოაქვეყნა
იურიდიული სტატია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესის შესახებ რეკომენდაცია გამოაქვეყნა

17-12-2021, 15:06 სიახლე 285 ნახვა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესის შესახებ რეკომენდაცია გამოაქვეყნა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რეკომენდაცია შეიმუშავა, რომლის მიზანია, სამსახურის მიერ ვიდეოთვალთვალის შესწავლილი პროცესების დროს გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების პრევენცია, ვიდეოთვალთვალის პროცესების გაუმჯობესება და ასევე, იმ კერძო და საჯარო დაწესებულებების (მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების), ფიზიკური პირების დახმარება, რომლებიც ვიდეოთვალთვალს სხვადასხვა მიზნით ახორციელებენ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ვიდეოთვალთვალი პერსონალური მონაცემების დამუშავების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომელსაც საჯარო დაწესებულებები, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოები, კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები სულ უფრო ხშირად იყენებენ უსაფრთხოების, საკუთრებისა თუ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნით. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით.

„რეკომენდაციის სხვადასხვა თავში დეტალურადაა წარმოდგენილი ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საჯარო უწყებებში, კერძო დაწესებულებებსა და საცხოვრებელ შენობებში ვიდეოთვალთვალის დროს გასათვალისწინებელი წესები. დოკუმენტი საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, ევროპულ სტანდარტებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

მათივე ცნობით, რეკომენდაცია ეხმიანება იმ დარღვევებსა და ნაკლოვანებებს, რომლებიც გამოვლინდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ვიდეოთვალთვალის შესწავლილი ათეულობით პროცესის დროს:

• დაწესებულებათა უმრავლესობაში არ არსებობს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად მოაწესრიგებს ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებულ საკითხებს.

• რიგ შემთხვევებში, ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ არ არის განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშნები. ანუ, მონაცემთა სუბიექტები არ არიან ინფორმირებულნი ვიდეოთვალთვალის შესახებ.

• ხშირად არ არის განსაზღვრული მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე პირთა წრე. როგორც წესი, ერთი და იგივე მომხმარებლით (user) სარგებლობს რამდენიმე პირი, რაც შეუძლებელს ხდის ჩანაწერებზე წვდომის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირებას.

• ხშირ შემთხვევაში არ აღირიცხება ვიდეოჩანაწერების მიმართ განხორციელებული მოქმედებები – ვინ დაათვალიერა, ვინ გადმოწერა, ვინ წაშალა ჩანაწერი და ა.შ. ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემთხვევაში, ეს შეუძლებელს ხდის პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირებას.

• ზოგჯერ არ არის დაცული ვიდეოჩამწერი მოწყობილობის ფიზიკური უსაფრთხოება. კერძოდ, კამერები და ვიდეოჩამწერი მოწყობილობები განთავსებულია ოთახში, რომლის კარიც არ იკეტება.

• ზოგ შემთხვევაში, ვიდეოთვალთვალის პარალელურად, არაკანონიერად მიმდინარეობს აუდიომონიტირინგიც.

• არაგონივრულია ან საერთოდ არაა განსაზღვრული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები, რაც არ არის თანხვედრაში ვიდეოთვალთვალის მიზნებთან. გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ზუსტად არის განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადა, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ არ ხდება ჩანაწერების წაშლა.

• სამუშაო სივრცეში ვიდეოთვალთვალის შემთხვევაში, დასაქმებულები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი ვიდეოთვალთვალის შესახებ.

• ცალკეულ შემთხვევებში კერძო და საჯარო დაწესებულებები ვიდეოჩანაწერებს გადასცემენ არაუფლებამოსილ პირებს ან/და არ აღირცხავენ ჩანაწერების სხვისთვის გადაცემას.

• ხშირად არ არის დანერგილი ვიდეოჩანაწერებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირების მონიტორინგის მექანიზმი და მათი მხრიდან არასამსახურებრივი მიზნით სისტემაზე წვდომის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციების გამოყენების პრაქტიკა.

ამასთან, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, სამსახურის მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგებმა ასევე ცხადყო, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელი შენობის ვიდეოთვალთვალისას კანონით დადგენილი წესების დაცვა:

• გამოვლინდა შემთხვევები, როცა ფიზიკური პირის მიერ მის საცხოვრებელ შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ხედვის არეალი მოიცავდა საერთო სარგებლობის სივრცეს ან მეზობლის შესასვლელსაც ისე, რომ არ არსებობდა შენობაში მცხოვრებ სხვა მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა. ცხადია, აღნიშნული ზრდის სხვის პირად ცხოვრებაში არამართლზომიერი ჩარევის რისკებს.

• ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელ შენობებში სათვალთვალო კამერები განთავსებული იყო ფიქციურად, ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის გარეშე, რაც მცდარ წარმოდგენას უქმნიდა მოქალაქეებს მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებაზე.

წყარო:1tv.ge

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


Black Friday - რა უნდა გაითვალისწინოთ სასურველი ნივთის შეძენისას

Black Friday - რა უნდა გაითვალისწინოთ სასურველი ნივთის შეძენისას

ვრცლად

”112”-ს პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა

”112”-ს პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა

ვრცლად

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის არაეფექტიანად აღსრულება წარმოადგენდა

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის არაეფექტიანად აღსრულება წარმოადგენდა

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი

ვრცლად

სამართალწარმოება და დავების გადაწყვეტა

სამართალწარმოება და დავების გადაწყვეტა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp