iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“
იურიდიული სტატია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“

28-03-2026, 14:55 სიახლე 10 ნახვა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“


2026 წლის 26 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არსებითად განსახილველად არ მიიღო №1901 კონსტიტუციური სარჩელი და განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით, 2026 წლის პირველი ივლისიდან, ძალადაკარგულად ცნო „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება.


სადავო ნორმის შესაბამისად, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენდა ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი მოწესრიგება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებით შეფასებული რეგულირების მსგავსად, არ შეიცავდა მოთხოვნას ქონების საბაზრო ღირებულების დადგენისას ამ ქონებაზე არსებული გარდამავალი უფლებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, სათანადო გარანტიის არარსებობა, რომელიც უზრუნველყოფდა ქონების შეფასებისას გარდამავალი უფლებების მხედველობაში მიღებას, წარმოშობდა ქონების სარეალიზაციო ფასის მის რეალურ ღირებულებასთან მნიშვნელოვნად აცდენილი ოდენობით განსაზღვრის შესაძლებლობას, რის გამოც, საწყისი ფასის არაადეკვატურობის გამო, მაღალი იყო ალბათობა, ვერ მომხდარიყო ქონების რეალიზაცია პირველ და პირველ განმეორებით აუქციონზე.

ამ პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო არც განსახილველ შემთხვევაში იღებდა ქონების აუქციონზე ადეკვატურ ფასად რეალიზაციისთვის საჭირო გონივრულ ზომებს, რამდენადაც არ ქმნიდა პირველ და პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ღირებულების განსაზღვრის სათანადო, ქონების რეალურ ფასთან მიახლოებული ოდენობის დადგენის პოტენციალის მქონე ნორმატიულ მექანიზმს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო აქტი შეიცავდა იმავე შინაარსის ნორმას, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებით.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს, საკონსტიტუციო სასამართლო, სასამართლომ მიიღო განჩინება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლება აკადემიური თანამდებობიდან სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლება აკადემიური თანამდებობიდან სასამართლომ

ვრცლად

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი

ვრცლად

2025 წლის 15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1802).

2025 წლის 15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება

ვრცლად

2025 წლის 24 და 25 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1274).

2025 წლის 24 და 25 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

ვრცლად

2025 წლის 16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „სალომე ხვადაგიანი, მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2025 წლის 16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp