iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » 2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1833 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
იურიდიული სტატია

2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1833 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

26-12-2025, 15:47 სიახლე 14 ნახვა
2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1833 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1833 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).


№1833 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები არეგულირებს უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისა და უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით, გამსესხებლის/კრედიტის გამცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების გარკვეულ წესებსა და პირობებს, ისევე, როგორც ამ წესების კონკრეტულ სუბიექტებზე გავრცელების/არგავრცელების საკითხებს.


მოსარჩელე მხარის განმარტებით, განსახილველი საქმის ფარგლებში, დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოშობს ის გარემოება, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, კანონმდებლის მიერ კერძო გამსესხებლების მიმართ დაწესებული შეზღუდვები, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებზე. შედეგად, სასესხო ურთიერთობებში, კერძო გამსესხებელთა მოვალეები სათანადოდ არიან დაცულები, საბანკო სექტორის მოვალეები კი იმყოფებიან კაბალურ პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული პირების მოვალეებსა და სხვა კერძო კრედიტორების მოვალეებს შორის.


მოპასუხე მხარის პოზიციით, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტები და სხვა სესხის გამცემი პირები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, კარდინალურად განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. შესაბამისად, მათ მიმართ კანონმდებლის მიდგომაც განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარის მოსაზრებით, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული შესადარებელი ჯგუფები არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის და მათ მიმართ ადგილი არ აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას.


წინამდებარე დავის გადასაწყვეტად, თანასწორობის უფლების შეზღუდვის შეფასების ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიკვლია, რამდენად იწვევდა სადავო ნორმების მოქმედება, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ შესადარებელ პირებს შორის, რაიმე ტიპის დიფერენცირებას.


საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმების რეგულირება მიემართება არა მოვალეებს, არამედ სესხის/კრედიტის გამცემ პირებს და სწორედ მათ მიმართ ადგენს განსხვავებულ მიდგომას, ხოლო, პოტენციური მომხმარებლების, სესხის ამღები პირების მიმართ, რომლებიც მოსარჩელე მხარემ შესადარებელ სუბიექტებად დაასახელა, გასაჩივრებული ნორმები ნეიტრალური ხასიათისაა. ისინი არ უდგენს მსესხებლებს განსხვავებულ სამართლებრივ წესრიგს მათ კუთვნილებასთან დაკავშირებული რაიმე ნიშნის მიხედვით. განსხვავებულ სამართლებრივ მოწესრიგებას მოვალეები ექვემდებარებიან საკუთარი არჩევანის შემდგომ და მის შესაბამისად. ამავდროულად, წინამდებარე საქმის განხილვის ფარგლებში, არ გამოკვეთილა, რომ ფორმით ნეიტრალური სადავო ნორმების მოქმედება, პირთა რაიმე მყარი ნიშნით გამოყოფილ კატეგორიას, ჯგუფს, ფაქტობრივად აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში სხვა თანასწორ პირებთან მიმართებით.


შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ შესადარებელ პირებთან მიმართებით, არ ადგენს პირდაპირ ან არაპირდაპირ დიფერენცირებას და, შესაბამისად, არ იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1833 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.


დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 625-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


2025 წლის 24 და 25 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1274).

2025 წლის 24 და 25 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

ვრცლად

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი არსებითად განიხილავს საქმეს ,,ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ (კონსტიტუციური სარჩელი №1689)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი არსებითად განიხილავს საქმეს ,ალექსანდრე

ვრცლად

2025 წლის 15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1802).

2025 წლის 15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება

ვრცლად

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი

ვრცლად

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1664 კონსტიტუციური სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1664 კონსტიტუციური სარჩელი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp