მართვის მოწმობის აღდგენა 2026 წლიდან - ვინ შეძლებს და ვინ ვერ ისარგებლებს ახალი რეგულაციით
მართვის მოწმობის აღდგენის ახალი წესები 2026 წლიდან
2026 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ეხება მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემდეგ მისი აღდგენის შესაძლებლობას. აღნიშნული სიახლე ათასობით მძღოლისთვის რეალურ შანსს ქმნის, თუმცა ცვლილება ყველას არ შეეხება.
ვის შეუძლია მართვის მოწმობის აღდგენა?
ახალი რეგულაციის მიხედვით, მართვის უფლების აღდგენა შესაძლებელი იქნება იმ პირებისთვის, ვისაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდა:
1) ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო
2) ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის თვითნებურად დატოვების გამო
3) ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენა ან მოხმარების საფუძველზე
4) ქულათა სისტემის ფარგლებში ქულების სრულად ამოწურვის შემთხვევაში
ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი დასკვნის წარდგენა, რომელიც ადასტურებს პირის უსაფრთხო მონაწილეობას საგზაო მოძრაობაში.
ვინ ვერ შეძლებს მართვის უფლების დაბრუნებას?
კანონი მკაცრად ზღუდავს იმ შემთხვევებს, როდესაც მართვის მოწმობის აღდგენა დაუშვებელია. კერძოდ, მართვის უფლება არ აღუდგებათ იმ პირებს, რომელთა მიერ ჩადენილ ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა:
ა) ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება
ბ) ადამიანის სიცოცხლის დაკარგვა
ეს რეგულაცია ემსახურება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
