iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სიმთვრალის მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვა-ჯარიმები
იურიდიული სტატია

სიმთვრალის მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვა-ჯარიმები

28-03-2023, 11:36 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 331 ნახვა
სიმთვრალის მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვა-ჯარიმები

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა:

თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა: 0,3-დან 0,7 (ჩათვლით) პრომილემდეა, გამოიწვევს მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას; თუ 0,7 პრომილეზე მეტია, გამოიწვევს მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოიშობა შეჩერების ვადის არანაკლებ ნახევრის (შესაბამისად, 3 ან 6 თვის) გასვლის შემდეგ. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ზემოაღნიშნულიდან რომელიმე ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დან 15 დღემდე ვადით და მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას. რომელიმე ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და მართვის უფლების შეჩერებას 3 წლით.

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის :

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის დაჯარიმდება 1 500 ლარის ოდენობით; ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის დაჯარიმდება 2 000 ლარის ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, როდესაც მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან მართვის უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევის ჩადენისთვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც:

დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის უფლების გარეშე მართვისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10-დან 15 დღემდე;

დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი სხვა დარღვევის ჩადენის საფუძვლით მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10-დან 15 დღემდე ვადით და მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

რომელიმე ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, როდესაც მძღოლს:

არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10-დან 15 დღემდე;

მართვის უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10-დან 15 დღემდე ვადით და მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გახანგრძლივებას.

მოპედის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მოპედის ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი გამკაცრდა

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი გამკაცრდა

ვრცლად

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში

ვრცლად

მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მფლობელებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ნებაყოფლობით დაირეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალება

მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მფლობელებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ნებაყოფლობით

ვრცლად

დამუქებული მინები, ციმციმა სიგნალები და ე.წ. დრიფტი აიკრძალა

დამუქებული მინები, ციმციმა სიგნალები და ე.წ. დრიფტი აიკრძალა

ვრცლად

ავტოსაგზაო შემთხვევა - დანაშაული თუ სამართალ დარღვევა?

ავტოსაგზაო შემთხვევა - დანაშაული თუ სამართალ დარღვევა?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp