იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მედიაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მედიაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მედიაციის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილებებით, განისაზღვრება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის დამტკიცებასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
ამასთანავე, კანონპროექტით საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ფარგლებში იქმნება ეთიკის კომისია და დგინდება მედიატორისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში გასაჩივრების მექანიზმი.
საკითხი სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა წარადგინა.
„მედიაციის შესახებ“ კანონში ცვლილებიდან გამომდინარე ცვლილებები ასევე შედის: „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსში“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
