„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები.
საკანონმდებლო პაკეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე და ზოგად პრინციპებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ისაუბრა.
ცვლილებები მმართველობითი და საზედამხედველო ჩარჩოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტით განხორციელებული ცვლილებები ძირითადად ემსახურება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილებას, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო - „მმართველობითი საბჭო“, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას განახორციელებს და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.
კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრა საბჭოს უფლებამოსილება. ცვლილებები ასევე შედის საზედამხედველო სტრუქტურაში, საინვესტიციო ლიმიტებთან დაკავშირებით და ა. შ. ცვლილება ეხება სააგენტოს სახელწოდებასაც.
საპენსიო სააგენტოს დასახელება იცვლება „საქართველოს საპენსიო ფონდით“ - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.
წყარო: საქართველოს პარლამენტი
ფოტო: საპენსიო სააგენტო
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
