iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » 1921 წლის 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაცია საქართველოში და თავისუფლების დაკარგვა
იურიდიული სტატია

1921 წლის 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაცია საქართველოში და თავისუფლების დაკარგვა

18-10-2025, 16:59 სიახლე 13 ნახვა
1921 წლის 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაცია საქართველოში და თავისუფლების დაკარგვა

1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და დამამახსოვრებელი თარიღია. იმ დღეს, როდესაც თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა, საქართველო დაკარგა დამოუკიდებლობა და რუსეთის საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.


დემოკრატიულად არჩეული მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების დაუღალავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ვერ მოახერხეს იმპერიალისტური ძალების შეკავება.

ხუთკვირიანი გმირული ბრძოლის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემა იქცა თავისუფლების, ღირსებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდ.

ოკუპაციას მალევე მოჰყვა სასტიკი რეპრესიები. აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, განადგურდა დამოუკიდებელი მედია და ათასობით მოქალაქე დააპატიმრეს ან გადაასახლეს.


ბოლშევიკური რეჟიმი მიზანმიმართულად ამოშლიდა ეროვნულ იდენტობას, ცდილობდა ქართული კულტურისა და დამოუკიდებლობის იდეის დათრგუნვას.

მიხეილ ჯავახიშვილი ამ ისტორიულ ტრაგედიას ასე გამოეხმაურა: „25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ, დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა... ახლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს...“ ეს ციტატა არა მხოლოდ მწერლის პირად განცდას გამოხატავს, არამედ მთლიანი ერის ტკივილს და ღირსების დამცირების შეგრძნებას ასახავს.

აბჭოთა ოკუპაციას ეძღვნება ქართველი სიმბოლისტის, კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსიც - მისი სიტყვები კვლავ ცოცხლობს როგორც მოწოდება, რომ თავისუფლება არასოდეს არის მარადიული, თუ ერი არ იცავს მას ყოველდღე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი


ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!


თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.


თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.


იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,


სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!


თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

საქართველოს ოკუპაციის დღე გვახსენებს, რომ ისტორიის დავიწყება ნიშნავს მის გამეორებას.
ამიტომ, ყოველი თაობა ვალდებულია დაიცვას ის თავისუფლება, რომლისთვისაც 1921 წლის გმირებმა თავიანთი სიცოცხლე გასწირეს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა ითვლება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად?

რა ითვლება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად?

ვრცლად

''ნაკაშიძე & პარტნიორები" გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

''ნაკაშიძე & პარტნიორები" გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს

ვრცლად

საქართველოს დედაქალაქში აღინიშნა იტალიის ეროვნული ერთიანობისა და შეიარაღებული ძალების დღე

საქართველოს დედაქალაქში აღინიშნა იტალიის ეროვნული ერთიანობისა და შეიარაღებული ძალების დღე

ვრცლად

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, ყველას გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს!

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, ყველას გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის

ვრცლად

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე პროკურატურამ

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp