iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, ყველას გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს!
იურიდიული სტატია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, ყველას გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს!

24-08-2024, 13:46 სიახლე 109 ნახვა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, ყველას გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს!

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, ყველას გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს!


29 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელმაც დასაბამი დაუდო თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას. კონსტიტუციის მიღებას, ერთი მხრივ, წინ უძღოდა მტკიცე ერთიანობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის მიმართ, რაც 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა, ხოლო შემდეგ, უმძიმესი სახელმწიფოებრივი კრიზისი და სოციალური ძნელბედობა.

ძირითადი კანონის შემუშავების იმდროინდელი ქრონიკა ცხადყოფს ეროვნული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. სწორედ ამ ფონზე იქნა მიღებული კონსტიტუცია, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ორიენტირი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას დაუკავშირა.


აღსანიშნავია, რომ მოქმედი კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა. ის იდეოლოგიური მსოფლმხედველობა, რაც უკავშირდება თავისუფლებისადმი მუდმივ სწრაფვასა და ევროპული სამართლებრივი ტრადიციების დამკვიდრებას, სწორედ 1918-1921 წლების საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცდილებიდან მოგვდგამს, რომელიც, ამავდროულად, შთაგონების წყაროა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების გზაზე.


საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული ღირებულებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მსაზღვრელს. კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდაციის პროცესში თითოეული ინდივიდის როლი მნიშვნელოვანია. მჯერა, საქართველოს განვითარება შეუქცევადად გაგრძელდება კონსტიტუციით გაცხადებული ღირებულებების შუქზე. '' - ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებაში

ბათუმი, 2024 წლის 24 აგვისტო

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, ყველას გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს!, საქართველოს საკონსტიტუციო, საკონსტიტუციო სასამართლო, merab turava, მერაბ ტურავა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


''ნაკაშიძე & პარტნიორები" გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

''ნაკაშიძე & პარტნიორები" გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს

ვრცლად

გილოცავთ 8 მარტს

გილოცავთ 8 მარტს

ვრცლად

საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ღირებულებების დოკუმენტი

საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ღირებულებების დოკუმენტი

ვრცლად

თავისუფლება და პირველი კონსტიტუცია

თავისუფლება და პირველი კონსტიტუცია

ვრცლად

სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გარანტია

სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გარანტია

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp