საქართველოს დედაქალაქში აღინიშნა იტალიის ეროვნული ერთიანობისა და შეიარაღებული ძალების დღე
საქართველოს დედაქალაქში აღინიშნა იტალიის ეროვნული ერთიანობისა და შეიარაღებული ძალების დღე, რომელიც სამშობლოსთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნის პატივის მისაგებად დაწესდა.
საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ და აზერბაიჯანსა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, საზღვაო კაპიტანმა ჯანფრანკო ვიცინიმ გვირგვინით შეამკეს თბილისში, გმირთა მოედანზე დაღუპულ გმირთა მემორიალი.
იტალიის ეროვნული ერთიანობისა და შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით გაიმართა მიღება, რომელსაც დაესწრნენ თავდაცვის დარგის ინსტიტუციების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სამხედრო ატაშეები.
იტალიის ელჩი დ’ანტუონო სტუმრებს მიესალმა, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას სიტყვები მოიგონა და აღნიშნა მრავალრიცხოვან საერთაშორისო მისიებში მონაწილე იტალიელი სამხედროების ძალისხმევა მშვიდობის შენარჩუნებაში და მათი წვლილი „იტალიის, როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ, მშვიდობისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ერთგულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საქმეში“.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
