Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
598 419 416
iuristi.com

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში


ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეექვსე სხდომა გაიმართა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე უძღვებოდა.



სხდომის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით არსებული ვითარება, ასევე, სახელმწიფო უწყებების მიერ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები.



მხარეებმა, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფების აქტიური ჩართულობით შემუშავებულ დოკუმენტებს, კერძოდ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირეს, რომელიც საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად წარედგინება.



უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები.“ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 


წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 598 419 416  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში ქართველი ოპერატორი 351 5 47 00 47  
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A


Facebook კომენტარები