Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
598 419 416
iuristi.com

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia - განცხადება

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia - განცხადება


“გვსურს გამოვეხმაუროთ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას.


საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნინო დათაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეზე - სასამართლოს მანდატურზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.


მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა.



ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა.



აქვე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.“ - ნათქვამია საქარ თველოს პროკურატურის განცხადებაში.


წყარო: საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

ფოტო: საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 598 419 416  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში ქართველი ოპერატორი 351 5 47 00 47  
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A


Facebook კომენტარები