სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურმა ერთ პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კუთვნილი ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე, ამავე სააგენტოს თანამშრომელი, გ.ა. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, სააგენტოს კუთვნილ მატერიალურ ფასეულობებს.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გ.ა. დაკავებულ იქნა სამსახურის მისამართზე, მითვისებული საქონლის რეალიზაციისას, რა დროსაც მან მიიღო ფულადი თანხა 3472 ლარის ოდენობით.
ნივთმტკიცებად ამოღებულია მითვისებული საქონელი და მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.
ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მხილების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
საქართველოში
598 419 416
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურმა ერთ პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კუთვნილი ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე, ამავე სააგენტოს თანამშრომელი, გ.ა. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, სააგენტოს კუთვნილ მატერიალურ ფასეულობებს.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გ.ა. დაკავებულ იქნა სამსახურის მისამართზე, მითვისებული საქონლის რეალიზაციისას, რა დროსაც მან მიიღო ფულადი თანხა 3472 ლარის ოდენობით.
ნივთმტკიცებად ამოღებულია მითვისებული საქონელი და მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.
ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მხილების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
საქართველოში
598 419 416 თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47 Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
მსგავსი სიახლეები