თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი დელეგაციასთან ერთად თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ესტუმრა,
თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი დელეგაციასთან ერთად თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ესტუმრა, სადაც სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას გაეცნო.
სტუმრებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ უმასპინძლა. მან დელეგაციის წევრებს იუსტიციის სახლის კონცეფცია და ორგანიზაციაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იუსტიციის სახლში მოქმედ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებზე, მიმდინარე პროექტებსა და უწყების ფუნქციონირების მოდელზე. დელეგაციის წევრები, ასევე, გაეცნენ მობილური იუსტიციის სახლის პროექტს და ინფორმაცია მიიღეს იმ 500-მდე სერვისზე, რომლებიც მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 125 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში მიეწოდებათ.
იუსტიციის სახლს სომხეთის დელეგაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად სტუმრობდა.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
საქართველოში
598 419 416
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
მსგავსი სიახლეები
თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი დელეგაციასთან ერთად თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ესტუმრა, სადაც სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას გაეცნო.
სტუმრებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ უმასპინძლა. მან დელეგაციის წევრებს იუსტიციის სახლის კონცეფცია და ორგანიზაციაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იუსტიციის სახლში მოქმედ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებზე, მიმდინარე პროექტებსა და უწყების ფუნქციონირების მოდელზე. დელეგაციის წევრები, ასევე, გაეცნენ მობილური იუსტიციის სახლის პროექტს და ინფორმაცია მიიღეს იმ 500-მდე სერვისზე, რომლებიც მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 125 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში მიეწოდებათ.
იუსტიციის სახლს სომხეთის დელეგაცია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად სტუმრობდა.
საქართველოში
598 419 416 თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47 Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
მსგავსი სიახლეები