iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა
იურიდიული სტატია

იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა

9-06-2025, 19:31 სიახლე 20 ნახვა
იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა

იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა.


მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე.


შეხვედრაზე კახა კალაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მილანი მისთვის მშობლიური ქალაქია, სადაც არაერთი წელი იცხოვრა და სურვილი გამოთქვა ყველა იმ რესურსის გამოყენების, რაც თბილისსა და მილანს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.


„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თბილი და მეგობრული შეხვედრისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე იტალიაში, ჩემთვის მშობლიურ ქალაქ მილანში. ჩვენს ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი რესურსი არსებობს, მათ შორის: კულტურის, ტურიზმის, გამწვანება-ურბანული დაგეგმარების, ნარჩენების მართვის, ტრანსპორტის და სხვა მიმართულებით. მე, როგორც თბილისის მერი, მზად ვარ ყველანაირად შევუწყო ხელი ურთიერთობების გაღრმავებას. ლომბარდიის რეგიონს უდიდესი როლი აქვს იტალიის ეკონომიკის განვითარებაში. მინდა, მოგიწვიოთ თბილისში, ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან ერთად. ბიზნესისთვის თბილისი და ზოგადად საქართველო ძალიან ხელსაყრელი და საინტერესო ქვეყანაა. ასე რომ, ვფიქრობ ამ კუთხითაც თანამშრომლობა ძალიან წაადგება ორივე ქვეყანას,“- აღნიშნა კახა კალაძემ.


ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა, ატილიო ფონტანამ მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად, მალე თბილისს ეწვევა.


„ძალიან მოხარულები ვართ თბილისის მერთან დღევანდელი შეხვედრის. გვახარებს ის ფაქტი, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა საქართველოს საკონსულო, რომელთანაც უკვე გვაქვს საქმიანი ურთიერთობები. როგორც იცით, ლომბარდიის რეგიონი არა მხოლოდ იტალიაში, ევროპის მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის განვითარების მაღალი დონით. შესაბამისად, გვაქვს სურვილი გავაღრმაოთ ურთიერთობა საქართველოსთან, თბილისთან. დღეს თბილისის მერისგან მივიღეთ შემოთავაზება, ვიმუშაოთ ლომბარდიის რეგიონიდან ბიზნეს დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე თბილისში. მნიშვნელოვანია წინასწარ შეთანხმდეს მხარეებისთვის საინტერესო საკითხები, რათა ეს ვიზიტი იყოს ნაყოფიერი. ასე რომ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვიმუშაოთ ამ საკითხზე,“- განაცხადა ატილიო ფონტანამ.


დღევანდელ შეხვედრას მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა

საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა

ვრცლად

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავჯმდომარეს - ჰულუსი აქარის შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული

ვრცლად

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს (MASSIMILIANO D’ANTUONO) შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური საქართველოში იტალიის საგანგებო და

ვრცლად

იტალიის სახელმწიფომ -საქართველოსთან საერთაშორისო ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა

იტალიის სახელმწიფომ -საქართველოსთან საერთაშორისო ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა

ვრცლად

ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს შეხვდა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp