iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » იტალიის სახელმწიფომ -საქართველოსთან საერთაშორისო ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა
იურიდიული სტატია

იტალიის სახელმწიფომ -საქართველოსთან საერთაშორისო ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა

4-12-2021, 21:18 სიახლე / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / imigration lawyer in Georgia 983 ნახვა
იტალიის სახელმწიფომ -საქართველოსთან საერთაშორისო ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა

03.12.2021 - იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა იტალიის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში, მანლიო დი სტეფანოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იტალიის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს და ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის ასპექტებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

შეხვედრაზე იტალიურმა მხარემ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. „მოვუწოდებთ იტალიის ყველა ინსტიტუციას - ეროვნულს, რეგიონულს და ადგილობრივს, შეინარჩუნონ თანმიმდევრულობა მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციებთან და თავი აარიდონ თვითმარქვია წარმომადგენლებთან კონტაქტს, რაც მხოლოდ გაუგებრობას იწვევს. კონფლიქტი საქართველოში კვლავ იწვევს სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლს და ტანჯვას და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას საქართველოს მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვით“ - განაცხადა მანლიო დი სტეფანომ.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე. განხილულ იქნა საქართველოს მიერ ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის წარდგენის და ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოების თემები, „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო გეგმები; მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გასამართ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები.


მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავების, საქართველოში იტალიური კომპანიების საქმიანობის და იტალიური ინვესტიციების მოზიდვის თემებზე. საუბრისას ასევე შეეხნენ თავდაცვის, სამართალდაცვით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, ცირკულარული მიგრაციის თემას.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და კმაყოფილებით აღნიშნეს 2021 წელს საქართველოსა და იტალიაში კულტურული ღონისძიებების გამართვის ინტენსიურობა; მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებული დინამიკა მომავალ წელს გაიზრდება და აქტიურად განხორციელდება ერთობლივი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. ხაზი გაესვა ასევე აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის ასპექტებს და მიმდინარე კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობას.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის მნიშვნელობას, რომელიც აღინიშნება 2022 წელს და იმსჯელეს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შესაბამისი აქტივობების განხორციელების გეგმებზე.

წყარო:საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: 03.12.2021, იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა იტალიის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში, მანლიო დი სტეფანოს
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს შეხვდა

ვრცლად

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ვრცლად

იტალიაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

იტალიაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი

ვრცლად

ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp