iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების განხილვას განაგრძობს
იურიდიული სტატია

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების განხილვას განაგრძობს

4-04-2025, 12:28 სიახლე 12 ნახვა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების განხილვას განაგრძობს

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტზე კომისიას ახსნა-განმარტება მისცა ბიზნესმენმა, ლისის ტბის მფლობელმა, რამაზ ახვლედიანმა.

რამაზ ახვლედიანის განცხადებით, 2004 წელს, თბილისის ვიცე-მერის თეიმურაზ ქურხულის მიერ განხორციელებული მუქარის შედეგად, იძულებული გახდა, მას, როგორც ლისის ტბის მფლობელს, „თიბისი“ ბანკის წარმომადგენელ მამუკა ხაზარაძესთან და ჰოლანდიელ ინვესტორ ბობ მეიერთან ერთად, რომელიც მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი იყო, სააქციო საზოგადოება შეექმნა. მისივე თქმით, 2006 წლის 4 ნოემბერს, ფინანსურ პოლიციაში მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა დაეწერა განცხადება იმის შესახებ, რომ მან თითქოს ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ითხოვდა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა.

როგორც რამაზ ახვლედიანმა აღნიშნა, მას ფინანსურ პოლიციაში განუცხადეს, რომ ლისის ტბის საქმით მიხეილ სააკაშვილი იყო დაინტერესებული და მისი მოგვარება ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელს, დავით კეზერაშვილს ჰქონდა დავალებული.

რამაზ ახვლედიანის განცხადებით, 2010 წელს, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ჰოლანდიელი ინვესტორის, ბობ მეიერის მიერ შექმნილ შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა მისი ჩამორთმეული ქონებაც და ის, რაც იყო ლისის ტბაზე განკარგული, ბევრად უკეთესი პირობებით. მისივე თქმით, 2012 წელს მამუკა ხაზარაძის წარმომადგენელი დაუკავშირდა და მათ მიერ შექმნილი კომპანიისთვის ტბაზე გაცემული ლიცენზიის და გარემოს დაცვითი ნებართვის გადაცემა მოითხოვა.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე კახა დაბრუნდაშვილს მოუსმინა.

კახა დაბრუნდაშვილის განცხადებით, 2005 წლის სექტემბერში ის და მისი მეგობარი ვამეხ აბულაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა იარაღისა და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც მათ ათობით შეიარაღებული პირი ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა. მისი თქმით, ამ ოპერაციას დათა ახალაია, გერონტი ალანია და ოლეგ მელნიკოვი ხელმძღვანელობდნენ.

როგორც კახა დაბრუნდაშვილმა აღნიშნა, ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ მათ დათა ახალაია იარაღს უმიზნებდა და სთხოვდა აერჩიათ, პირველი ვინ უნდა მომკვდარიყო. მისივე თქმით, მათ გაფრთხილება მიიღეს, რომ ამის შესახებ არავისთვის უნდა მოეყოლათ, მათ შორის, ექიმისთვისაც არ უნდა მიემართათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახების წევრების მოკვლით დაემუქრნენ.

კახა დაბრუნდაშვილის განცხადებით, ვამეხ აბულაშვილის იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ის დედამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებამ დაზარალებული არ მიიღო, ვინაიდან, მისივე თქმით, ყველა საავადმყოფო ამის შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული.

კახა დაბრუნდაშვილის თქმით, ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად იგი პირველი ჯგუფის ინვალიდი გახდა, მისმა მეგობარმა კი თვალი დაკარგა.

კ

ომისიის სხდომას ქსნის მე-15 პენიტენციური დაწესებულებიდან, დისტანციურად, მსჯავრდებული კახა მაღლაკელიძე ჩაერთო.

კახა მაღლაკელიძის განცხადებით, იგი 2003 დააკავეს და სასჯელს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. მისი თქმით, აღნიშნულ დაწესებულებებში პატიმრებს მუდმივად სასტიკად სცემდნენ და იყო გარდაცვალების შემთხვევებიც, ასევე საკნები იყო გადატვირთული, კვება და სამედიცინო მომსახურება კი - უხარისხო.

კახა მაღლაკელიძის განცხადებით, მას ერთ-ერთი ცემის შედეგად ხერხემალი დაუზიანეს, რასაც დღემდე მკურნალობს.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად, ასევე, დაბარებული იყო გივი თარგამაძე, თუმცა იგი სხდომაზე არ გამოცხადდა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის წევრებს გივი თარგამაძის საკითხის განხილვა მომდევნო სხდომაზე შესთავაზა.

„გთავაზობთ, რომ დაველოდოთ გივი თარგამაძის გამოხმაურებას. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, შეიძლება ადამიანი ავად გახდეს ან იყოს სხვა ობიექტური მიზეზი. თუ ასეთი მიზეზი სამშაბათამდე არ აღმოჩნდა, ჩვენ სხდომის დასაწყისში ვიმსჯელებთ მის შემთხვევაზე და კენჭს ვუყრით საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხს“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

კომისიის მორიგი სხდომა 8 აპრილს გაიმართება.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, საკუთრების უფლების დარღვევისა, არაადამიანური მოპყრობის ფაქტების განხილვას განაგრძობს
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დაკავებულია 1 პირი - თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა პოლიციამ

დაკავებულია 1 პირი - თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

ვრცლად

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

ვრცლად

ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ სავარაუდო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დარღვევა დაადგინა

ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ სავარაუდო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო

ვრცლად

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას, მხარი დაუჭირა

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის

ვრცლად

პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp