iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
იურიდიული სტატია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

31-03-2025, 15:01 სიახლე 7 ნახვა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის გააფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ორი უწყების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ.

მემორანდუმის ძირითადი მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ეს ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, ცნობიერების ამაღლებას და საქსტატის პროდუქტების/სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მემორანდუმი უზრუნველყოფს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს ერთობლივ აქტივობებს, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობას, რათა გაიზარდოს ინფორმირებულობა და გავრცელდეს ცოდნა ფართო საზოგადოებაში.

სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა მნიშვნელოვანია საქსტატის პროდუქტებისა და სერვისების, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება მოიცავს შეხვედრებს, კონსულტაციებსა და სხვა ფორმატის ღონისძიებებს, რაც უზრუნველყოფს ეფექტური ინფორმაციის გაცვლას.

მემორანდუმის თანახმად, მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროცესის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და საკონტაქტო პირების გამოყოფა. ასევე, საჭიროების შესაბამისად, ცალკეული შეთანხმებების გაფორმება.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის, მემორანდუმი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებისთვის, გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებისთვის,

ვრცლად

კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ იმსჯელეს

კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათი

ვრცლად

რუსთავის ციხის მსჯავრდებულებს მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ

რუსთავის ციხის მსჯავრდებულებს მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ

ვრცლად

 ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალურ პალატასთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

 ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალურ პალატასთან ურთიერთანამშრომლობის

ვრცლად

კონფერენცია თემაზე: ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობა და პოლიტიკა.

კონფერენცია თემაზე: ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობა და პოლიტიკა.

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp