iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ბიზნეს ვიზიტით საქართველოში შემოსვლის წესი უცხოელებისთვის
იურიდიული სტატია

ბიზნეს ვიზიტით საქართველოში შემოსვლის წესი უცხოელებისთვის

31-03-2021, 08:21 სიახლე 887 ნახვა
ბიზნეს ვიზიტით საქართველოში შემოსვლის წესი უცხოელებისთვის

საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული პირები საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და დარგობრივი უწყებიდან თანხმობის მიღების შემდეგ.

რეგისტრაციის ფორმა საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამომსვლელთათვის განთავსებულია შემდეგ ბმულზე:https://registration.gov.ge/pub/form/7_protocol_for_arrivals_in_georgia/kcjcpx/

საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან თანხმობაზე უარს გასცემენ შესაბამისი დარგობრივი უწყებები (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებენ დაინტერესებულ მხარეს.

შესაბამისი საჯარო დაწესებულება, ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსულ პირებზე თანხმობის გაცემის შემთხვევაში ასევე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ვიზიტორისათვის PCR ტესტირების/კვლევების ჩატარების შესახებ;

ბ) ვიზიტორის კარანტინში განთავსების შესახებ.

ის უცხოელი ვიზიტორი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ხსენებული მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება და ტესტირების პასუხის მიღებამდე განთავსდეს 24 სთ-ით კარანტინში საკუთარი ხარჯით, ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უწყების გადაწყვეტილების შესაბამისად:

ა) მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა; ან

ბ) საკუთარი ხარჯით განთავსდეს 8-დღიან კარანტინში და საკარანტინე სივრცის დატოვებისას აგრეთვე მე-12 დღეს ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს PCR კვლევა.

დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ხსენებული რეგულაციები არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას თან იქონიონ უკანასკნელი 72 სთ-ის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.

(ინფორმაცია მომზადებულია საქართველოს მთავრობის № 322 დადგენილების მიხედვით)

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მარტოხელა მშობელი

მარტოხელა მშობელი

ვრცლად

საპატენტო სამართალი

საპატენტო სამართალი

ვრცლად

კორპორატიული იურისტი

კორპორატიული იურისტი

ვრცლად

ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში

ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში

ვრცლად

დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება

დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp