პროკურორებისა და მოსამართლეების ერთობლივი ტრენინგები ჩატარდა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით პროკურორებისა და მოსამართლეების ერთობლივი ტრენინგები ჩატარდა თემაზე - „შეზღუდული ფსიქო-სოციალური და ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებები მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.“
ტრენინგი ორგანიზებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვის“ (UNJP4GE) ფარგლებში და ევროპის საბჭოს პროექტის „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ მხარდაჭერით.
ტრენინგის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს გაეროსა და ევროპის საბჭოს მიდგომები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საერთაშორისო პრინციპები და გაიდლაინები, გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის საბაზისო პრინციპები, ძირითადი უფლებები და მათი ასახვა ევროპის საბჭოს სისტემაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები, შეზღუდული ინტელექტუალური/ფსიქო-სოციალური შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაცია, საპროცესო მისადაგებები და სხვა რელევანტური საკითხები.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა წარადგინა შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ანალიზი, მოსამართლეებმა და პროკურორებმა იმსჯელეს ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებსა და ერთგვაროვან პრაქტიკაზე.
შშმ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტია. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება და ცნობიერების გაზრდა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
