iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ჯარიმისა და საურავის ჩამოწერა, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის
იურიდიული სტატია

ჯარიმისა და საურავის ჩამოწერა, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის

26-06-2024, 13:23 სიახლე 148 ნახვა
ჯარიმისა და საურავის ჩამოწერა, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 145-ე ნაწილის შესაბამისად, მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 14 ივნისის N194 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის წესი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 144-ე ნაწილის მიხედვით, პირს ჩამოეწერება მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი ოდენობა და მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმა და საურავი, თუ პირს 2023 წლის 1 დეკემბრამდე შესაბამისი ლიცენზიით არ უსარგებლია, კერძოდ მიწისქვეშა მტკნარი წყალი არ ჩამოუსხამს და ამასთან კმაყოფილდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

  • პირი, 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, აღარ ფლობს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემულ ლიცენზიას;
  • პირმა 2024 წლის 1 აპრილამდე მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის ლიცენზიის გამცემ ორგანოს მიმართა ამ ლიცენზიის გაუქმების შესახებ და 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით არ უსარგებლია აღნიშნული ლიცენზიით, კერძოდ, არ ჩამოუსხამს მიწისქვეშა მტკნარი წყალი.

ზემოაღნიშნული წესის თანახმად, პირი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს განცხადებას, რომელშიც ასახულ უნდა იქნას შემდეგი მონაცემები:

  • პირის და­სა­ხე­ლე­ბა, სა­იდ­ენ­ტი­ფი­კა­ციო ნო­მერი ან სახელი, გვარი და პი­რადი ნო­მერი, ასევე იურ­იდ­ი­ული/ფაქ­ტობ­რივი მი­სა­მართი და ტელე­ფო­ნის ნომერი;
  • მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემული ლიცენზიის (რომლის საფუძველზეც წარმოშობილია მოსაკრებელი და მასთან დაკავშირებული ჯარიმა და საურავი) ნომერი და გაცემის თარიღი;
  • პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის განცხადების წარდგენის თარიღის მდგომარეობით არსებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ოდენობა, რომელიც წარმოიშვა იმ ლიცენზიის საფუძველზე, რომლითაც გადამხდელს არ უსარგებლია, მტკნარი წყლის ჩამოსხმა არ განხორციელებულა.

პირველი პირობის შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ერთოდეს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ/ლიცენზიის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ პირი, 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, აღარ ფლობს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემულ ლიცენზიას.

მეორე პირობის შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ერთოდეს ლიცენზიის გამცემი ორგანოსათვის წარდგენილი შესაბამისი განცხადება.

განცხადების წარდგენა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge კომუნიკატორის მეშვეობით, ასევე მატერიალური ფორმით.

წყარო: შემოსავლების სამსახური

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ჯარიმისა და საურავის ჩამოწერა, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი

ვრცლად

ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

ვრცლად

ცვლილებები სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით

ცვლილებები სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით

ვრცლად

რას გულისხმობს სამეზობლო ემისია?

რას გულისხმობს სამეზობლო ემისია?

ვრცლად

ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში

ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp