iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში
იურიდიული სტატია

ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში

2-01-2024, 18:01 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / საგადასახადო ადვოკატი / საგადასახადო დავები 286 ნახვა
ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში


ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში

მიმდინარე წლის 9 თებერვალს შეტანილ იქნა ცვლილებები: საქართველოს კანონში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, საქართველოს კანონში „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში.

განხორციელებული ცვლილებებით დაწესდა ახალი სანებართვო საქმიანობის სახეები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებაზე, რომელიც ამოქმედდება 2024 წლის 1 ივნისიდან, კერძოდ ნებართვის სახეებს დაემატა:

  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა,
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა,
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა.


დადგინდა სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობები , რომელიც ასევე ამოქმედდება 2024 წლის 1 ივნისიდან, კერძოდ:

  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, − წელიწადში 5 000 000 ლარი;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება, რომლის ნებართვა გაიცემა სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, − წელიწადში 100 000 ლარი;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება, გარდა ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, − წელიწადში 1 000 000 ლარი;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება, რომლის ნებართვა გაიცემა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, − წელიწადში 100 000 ლარი;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება − წელიწადში 100 000 ლარი.“.

ასევე დადგინდა სანებართვო პირობები და პასუხისმგებლობა სანებართვო პირობებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე.

ამასთან აიკრძალა საქართველოს შიდა საგზაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა.


განხორციელებული ცვლილებების შესახებ ვრცლად იხ. ბმულები

საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ცვლილება, სისტემურ-ელექტრონული, აზარტული, მომგებიანი თამაშობები, მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში, საკანონმდებლო აქტებში
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში

ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების

ვრცლად

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში

ვრცლად

აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს

აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს

ვრცლად

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან დაკავშირებით?

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან

ვრცლად

რას გულისხმობს აზარტული თამაშების შეზღუდვის შესახებ ცვლილებათა პაკეტი

რას გულისხმობს აზარტული თამაშების შეზღუდვის შესახებ ცვლილებათა პაკეტი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp