iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ბულგარეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა
იურიდიული სტატია

ბულგარეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა

10-05-2024, 14:24 სიახლე 182 ნახვა
ბულგარეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა

ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა - შესაბამისი მემორანდუმი სოფიაში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა და ბულგარეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი სააგენტოს საზღვაო ადმინისტრაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვენცისლავ ივანოვმა.

მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის ბულგარეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.


მინისტრის მოადგილის შეფასებით, სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატების ურთიერთაღიარება ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეზღვაურების საქმიანობის მხარდასაჭერად. მნიშვნელოვანია, რომ სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს უკვე შავი ზღვის ოთხი ქვეყანა: თურქეთი, რუმინეთი, უკრაინა და ბულგარეთი აღიარებს, რაც ზრდის ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობებსა და არეალს შავი ზღვის რეგიონში.

მემორანდუმის ხელმოწერამდე ქართულმა დელეგაციამ მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა საზღვაო განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების მიმართულებით, ასევე, შავი ზღვის რეგიონში პირდაპირი საზღვაო გადაზიდვების, მათ შორის საბორნე მიმოსვლის განვითარების კუთხით.


სოფიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გურამ გურამიშვილისა და ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილის, ანნა მიჰნევა ნატოვას პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, მათ შორის სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში.


„შავ ზღვაზე დაკავშირებადობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის - ჩვენ ქვეყანას აქვს საზღვაო საზღვარი ბულგარეთთან და ინტენსიფიკაცია ტვირთების გადაზიდვისთვის და დაკავშირებადობის გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი შუა დერეფნის განვითარებისთვის. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ ჩემს ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრაზე და დავსახეთ კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე პროცედურულ კომპონენტებს“- აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ბულგარეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა, ბულგარეთმა, ქართველი, მეზღვაურების, სერტიფიკატები აღიარა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს

საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას

ვრცლად

“საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესახებ კონვენციის ცვლილებების“ რატიფიკაცია მოახდინა პარლამენტმა

“საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესახებ კონვენციის ცვლილებების“ რატიფიკაცია მოახდინა

ვრცლად

ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს შეხვდა

ვრცლად

ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp