Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

'' საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო’’ 1 იანვრიდან სახელწოდებას იცვლის

'' საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო’’ 1 იანვრიდან  სახელწოდებას იცვლის


''საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო’’ 1 იანვრიდან  სახელწოდებას იცვლის 


კონკურენციის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები 2024 წლის 1 იავრიდან ძალაში შედის. ცვლილებების მიხედვით, ძლიერდება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება, ზუსტდება ტექნიკური დეტალები/ტერმინები და იცვლება უწყების სახელწოდება. ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიცირებით მიიღო. 


კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის აღსრულების დაწყებით სააგენტოს მანდატი და ფუნქციები გაიზარდა, უწყების სახელწოდება დარედაქტირდა შემდეგნაირად - „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო“ | "Georgian Competition and Consumer Agency". 


მიღებული ცვლილებების შესაბამისად: 


სააგენტოს მიერ ადგილზე შემოწმებისას, უფლებამოსილი პირების ადგილზე არდაშვება ან/და შემოწმების პროცესის ხელის შეშლა გამოიწვევს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას. კერძოდ, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში  - 20 000 ლარის ოდენობით. 


საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა სხვადასხვა სამართალდამცავი ან საექსპერტო უწყებების შესაბამისმა წარმომადგენლებმა მიიღონ. 


კანონში წლიური ბრუნვის ცნება, ჩანაცვლდა ტერმინით „ერთობლივი შემოსავალი“, რაც შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებულ განმარტებას. 

მიღებული ცვლილებების თანახმად, საჩივრის გახმობის ვადა იზღუდება და ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე. 


კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე  მხარის / მხარეები როგორც ინდივიდუალური, ისე ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას. 


კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 5  დღიანი სამუშაო ვადა  10 სამუშაო დღემდე გაიზარდა. ასევე, ფიზიკურ პირს, ვისაც კონცენტრაციის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობა და ამ ვალდებულებას დაარღვევს, დაეკისრება ჯარიმა, მაქსიმუმ, 10 000 ლარის ოდენობით. 


"კონკურენციის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებებით დაინერგა  თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილე პირის/პირების ვინაობისა და მათ მიერ მოწოდებული მონაცემების კონფიდენციალურობის გარანტიები. 


მბული ცვლილებები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNიღეING-ის პროექტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციის და სააგენტოს პრაქტიკაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა. 


This change is due to the amendments made to the Law of Georgia on Competition, which will come into force on the 1 of January The amendments aim to strengthen the effective enforcement of competition policy, clarify technical details and terms, and the name of the Agency is changed. The Georgian Parliament approved these amendments following a proposal from the Sector Economy and Economic Policy Committee. The name of the Agency has been changed to "Georgian Competition and Consumer Agency" due to the increase in its mandate and functions with the enforcement of the Law of Georgia on the Protection of Consumer Rights. As per the adopted changes: 


If an authorized person of the Agency in the process of onsite inspection procedure is not allowed and is interfered during an Agency inspection, the undertaking will be fined. The fine for such an offense is 10,000 GEL for the first time, and 20,000 GEL for recurrence of this violation. 

Relevant representatives of various law enforcement or expert bodies can participate in the on-site inspection process if necessary. 


The "annual turnover" concept has been replaced by "gross income" in the law. This change corresponds to the definition in the Tax Code of Georgia. 


According to the adopted changes, the time limit for withdraw the complaint is now limited. It will only be possible before the party makes a decision on the project. 


In accordance with the legislation, the Agency must been notified of a concentration complete in writing in advance. The notification should include the individual and total gross income of the participating undertaking/undertakings in the territory of Georgia, as of the previous financial year of the obligation to submit the notification, exceeds the threshold amount established by the rules of submitting and reviewing concentration notifications. 


The 5-day working period for responding to the notification on concentration has been increased to 10 working days. An individual who has the obligation to notify concentration and violates this obligation will be fined up to 10,000 GEL. 


With the changes implemented in the law of Georgia on Competition now guarantees the identity of the person/persons participating in the leniency program and the confidentiality of the data provided by them. The amendments were developed based on recommendations from the EU-funded TWINNING project and the Agency's practices.


GNCA•საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები