iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » წიგნის ქართველი ქურდები?! 2 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი მო­ი­პა­რეს
იურიდიული სტატია

წიგნის ქართველი ქურდები?! 2 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი მო­ი­პა­რეს

27-02-2024, 18:28 სიახლე 1 003 ნახვა
წიგნის ქართველი ქურდები?! 2 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი მო­ი­პა­რეს

იტალიური გამოცემა '' corriere della sera'' სტატიას აქვეყნებს სათაურით, ვინ იპარავს პუშკინის პირველ გამოცემებს ევროპაში? მათი ბოლო ''მსხვერპლი'' იყო ბერლინის მთავარი საჯარო ბიბლიოთეკა ''Staatsbibliothek'' -ი. გერმანიის პოლიციის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან წა­ი­ღეს რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ხუთი იშ­ვი­ა­თი გა­მო­ცე­მა, მათ შო­რის, პუშ­კი­ნის სამი წიგ­ნი, პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მე­ბი. ხუთივე უძველესი წიგნი უსარგებლო ასლებით არის შეცვლილია.

''ფაქსიმილები'' - ასლები ძალიან კარგად არის გაკეთებული – აცხადებს ბარბარა ჰაინდლმი, Staatsbibliothek-ის სპიკერი. თქვენ უნდა დააკვირდეთ მათ გამადიდებელი შუშებით, რომ შეამჩნიოთ შეუსაბამობები, როგორიცაა ბეჭდვის მცირე დეფექტები, შეცდომით დადებული შტამპი, განსხვავებული ქაღალდი“. მოპარულ იშვიათ და ღირებულ გამოცემებს შორის არის: 1831 წლის "ბორის გოდუნოვი", 1828 წლის "კავკასიის ტყვე", "ძმები ყაჩაღი" 1827 წ.

პუშკინისა და სხვა რუსი ავტორების ქურდები ევროპაში თითქმის ორი წელია რაც შეთანხმებულად მოქმედებენ. მათ შეძლეს უნიკალური, პირველი გამოცემების მოპარვა მთელ ევროპაში:

ტარსუ (ესტონეთი),

რიგა (ლატვია),

ვილნიუსი (ლიტვა),

ვარშავა (პოლონეთი),

ჟენევა (შვეიცარია),

ლიონი, პარიზი (საფრანგეთი),

ბერლინი (გერმანია).

ფოტო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა

ფრან­გი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქურ­დო­ბას "ქარ­თუ­ლი ქსე­ლი" ახორ­ცი­ე­ლებს, რო­მე­ლიც "სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფია“. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ქსე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 2 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი მო­ი­პა­რეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, მოს­კოვ­ში გა­ყი­დეს.

დამნაშავეები მოქმედებენ შემდეგი სქემით: პირველად ხდება იშვიათი წიგნების კატალოგებს ინტერნეტით შემოწმოება, შემდეგ 50-დან 65 წლამდე პიროვნებებს აგზავნიან ბიბლიოთეკებში, რომლებიც ბიბლიოთეკარებს ეცნობიან როგორც, ''მეცხრამეტე საუკუნის ცენზურის და ბეჭდვის ისტორიის მეცნიერებად'', წიგნს დეტალურად უღებს ფოტოებს, შემდეგ ამზადებენ ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვარტიანტს, ბანდის წევრი კვლავ სტუმრობს ბიბლიოთეკას და ორიგინალი გამოაქვს, მის ნაცვლად კი ბიბლიოთეკაში ყალბ ნამუშევარს ტოვებს.

პოლიციის განცხადებით ნაწილობრივ ბანდას მიაკვლიეს: კრიმინალური დაჯგუფების წევრები ქართველები არიან. ერთ-ერთი მათგანი ბრიუსელის აეროპორტში გააჩერეს, მეორე კი ესტონეთში დააკავეს. დაკავებულები უარყოფენ რაიმე სახის მონაწილეობას დაჯგუფების წევრებთან და წიგნების ქურდობებთან დაკავშრებით.

მთავარი კითხვა არის შემდეგი - მაგრამ რატომ რუსული წიგნები? კერძოდ კი პუშკინი? მართალია, დაკარგულ ნამუშევრებს შორის ის მხოლოდ პუშკინის წიგნები არ არის, არის ლერმონტოვი, გოგოლი და სხვა კლასიკოსები, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მაინც პუშკინია. "პუშკინი ოქროა", - ამბობს France Presse-ს ორიგინალების შემსყიდველი.

და მაინც ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?

სრულად იხილეთ აქ

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ქართველი წიგნის ქურდები, ქართველი, წიგნის ქურდები, 2 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე, წიგ­ნე­ბი მო­ი­პა­რეს
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


"თელმიკო" განმარტავს, რატომ მიუვიდათ მომხმარებლებს ორი ქვითარი

"თელმიკო" განმარტავს, რატომ მიუვიდათ მომხმარებლებს ორი ქვითარი

ვრცლად

საფრანგეთში დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებმაც პუშკინის იშვიათი გამოცემები მოიპარეს

საფრანგეთში დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებმაც პუშკინის იშვიათი გამოცემები

ვრცლად

"უღირსი მემკვიდრე" - რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად

"უღირსი მემკვიდრე" - რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად

ვრცლად

დირექტორის ცნება ახალ სამეწარმეო კანონში აღარ გვხვდება

დირექტორის ცნება ახალ სამეწარმეო კანონში აღარ გვხვდება

ვრცლად

"ვერანაირ დამატებით "ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ" - რა ცვლილებები შედის ძალაში 1-ლი ნოემბრიდან?

"ვერანაირ დამატებით "ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp