iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » სანატორია 2020, რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა იტალიაში
იურიდიული სტატია

სანატორია 2020, რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა იტალიაში

20-04-2021, 21:24 სიახლე / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები 3 899 ნახვა
სანატორია 2020, რა უნდა იცოდნენ ემიგრანტებმა იტალიაში

სანატორია-2020

იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრებ ემიგრანტისთვის “სანატორია-2020“-თან ხშირად დასმულ კითხვებზე უპასუხებს მაღალვალიფიციური იურისტი ნათია ნაკაშიძე.

– დღეს ვისაუბრებთ იმ შემთხვევებზე, როცა პრაქტიკის წარმოების დროს თავს იჩენს მოულოდნელობები ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტთან დაკავშირებით.

ქალბატონო ნათია მადლობა,რომ დაგვთანხმდით ამ საკითხზე პასუხის გასაცემად

  1. თუ მოთხოვნაგაიგზავნა შესაბამის ორგანოში და გარდაიცვალა ამ დროს დამსაქმებელი, რა ელოდება დასაქმებულ პირს? იბლოკება ეს საბუთი?

მოგესალმებით და მადლობა ამ საკითხით დაინტერესებისთვის რაც შეეხება პასუხს არა! დასაქმებული მშვიდად დაელოდება, როდესაც მოხდება მისი გამოძახება, რადგან მას აქვს უფლება მიიღოს ბინადრობის უფლება, როგორც სამუშაოს მაძიებელმა. საჭიროა მხოლოდ სწორი კომუნიკაცია ადგილობრივი პრეფექტურის საემიგრაციო განყოფილებასთან, დამსაქმებლის გარდაცვალების შესახებ.

  1. პრეფექტურაში გამოძახების დროს აღმოჩნდა, რომ შეცდომა არის მექანიკური დამსაქმებლის ან დასაქმებულის პირად მონაცემებში. რა ხდება ამის შემდეგ? იბლოკება საბუთი?

არა! პრეფექტურის საემიგრაციო განყოფილება ამ შემთხვევაში აკეთებს ჩასწორებას, ახალი მონაცემები გადაიგზავნება პოლიციის განყოფილებაში და დადებითი პასუხის შემდეგ ხდება ხელახალი თარიღის ჩანიშვნა პრეფექტურის განყოფილებაში პრაქტიკის დასასრულებლად.

  1. იმ შემთხვევაში თუ პირადი მიზეზების გამო დამსაქმებელმა გამოგიშვათ სამსახურიდან. რა ბედი ეწევა დასაქმებულის ბინადრობის მოწმობის საკითხს. იბლოკება საბუთი?

პასუხი – თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და გადაწყვეტილებას მიიღებს პრეფექტურის საემიგრაციოს განყოფილება. ამიტომ ეცადეთ განთავისუფლების მიზეზი არ იყოს თქვენი უხეში მოპყრობა მოხუცთან, ან არაკეთილსინდისიერი მოქმედება, არასერიოზულობა დაკისრებულ მოვალეობასთან. ვინაიდან დამსაქმებელი ვალდებულია წერილობითი ახსნა–განმარტება წარადგინოს ანუ კომუნიკაცია, რატომ განთავისუფლებთ. სასურველია, რომ მიზეზად დასახელდეს დამსაქმებლის პირადი მოტივი. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დასაქმებულის სასიკეთოდ.

  1. თუ ჯერ ისევ არ გაქვთ გაფორმებული სამუშაო კონტრაქტი? ეს პრობლემას უქმნის პრაქტიკის მიმდინარეობას?

არა! კონტრაქტის გაფორმება პრეფექტურაში გამოძახებმადე ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ზოგიერთ რეგიონში, გამოძახების შემდეგაც. (ლეჩე მაგალითისათვის)

  1. განაცხადის გაკეთების დროს მითითებულია სამუშაოს დაწყების თარიღი. სავალდებულოა თუ არა სამუშაო კონტრაქტის ხელახალი გაფორმება?

არა! კომუნიკაცია სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტთან (INPS) გაკეთებულია ავტოტომატურად, ვინაიდან მითითებული იყო თარიღი. დამსაქმებელს ეხება მხოლოდ ახალი კონტრიბუტების გადახდა – დაწყების თარიღიდან, განაცხადის გაგზავნის თარიღამდე, თვიურად 156 ევროს ოდენობით.

  1. არ გაქვთ კოდიჩე ფისკალი და არც არანაირი ტესერა, ეს ფაქტორი ხელისშემშლელია?

არა! როდესაც გამოცხადდებით პრეფექტურაში, საემიგრაციო განყოფილება გიბეჭდავთ კოდიჩე ფისკალს და გაძლევთ. მანამდე კოდიჩე ფისკალის ქონას არ აქვს არანაირი დატვირთვა.

  1. ჯერ პრეფექტურაში არ გაქვსთ ჩანიშნული შეხვედრა და გეგმავთ ზაფხულში ან შემოდგომაზე შვებულებას საქართველოში. მოსწრებადია ბინადრობის უფლება ანუ პერმესო ზაფხულამდე?

სამწუხაროდ არა!!!

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: როდესაც მოხდება მისი გამოძახება, რადგან მას აქვს უფლება მიიღოს ბინადრობის უფლება, როგორც სამუშაოს მაძიებელმა. საჭიროა მხოლოდ სწორი კომუნიკაცია ადგილობრივი პრეფექტურის საემიგრაციო განყოფილებასთან, დამსაქმებლის გარდაცვალების შესახებ. 2. პრეფექტურაში გამოძა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


განქორწინება ნებისმიერი ქვეყნიდან დისტანციურად / ემიგრანტებისთვის განქორწინება დისტანციურად

განქორწინება ნებისმიერი ქვეყნიდან დისტანციურად / ემიგრანტებისთვის განქორწინება

ვრცლად

სამკვიდროს გახსნა

სამკვიდროს გახსნა

ვრცლად

გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს!

გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს!

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს, ცოლ-ქმრის უფლებები

რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს, ცოლ-ქმრის უფლებები

ვრცლად

როგორ ხდება ბინადრობისა და მოქალაქეობის მოპოვება საქართველოში?

როგორ ხდება ბინადრობისა და მოქალაქეობის მოპოვება საქართველოში?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp