iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი » როდის გამოაქვს სასამართლოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება?
იურიდიული სტატია

როდის გამოაქვს სასამართლოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება?

25-05-2023, 15:46 სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 339 ნახვა
როდის გამოაქვს სასამართლოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება?

რა შემთხვევაში გამოაქვს სასამართლოს სამოქალაქო საქმეზე ნაწილობრივი გადაწყვეტილება?

თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით, გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ. ნაწილობრივი გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის თხოვნით, სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს იმ შემთხვევაშიც, როცა აღიძრა შეგებებული სარჩელი, გარკვეულია და გადაწყვეტილების გამოსატანად მომზადებულია ერთ-ერთი სარჩელი ან შეგებებული სარჩელი.

რა შემთხვევაში გამოაქვს სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს წინასწარი, ანუ შუალედური გადაწყვეტილება?

წინასწარი, ანუ შუალედური გადაწყვეტილება, სასამართლოს გამოაქვს, თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე ამ მოთხოვნის მოცულობა, ოდენობა. ამ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს წინასწარი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ. ასეთი წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს აპელაციის წესით და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მას ექნება პრეიუდიციული ძალა სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავს.

სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ კანონიერ ძალაში მისი შესვლის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ნაწილობრივი გადაწყვეტილება, წინასწარი გადაწყვეტილება, მოთხოვნა, სარჩელი, შეგებებული სარჩელი, კანონიერ ძალაში შესული
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შეგებებული სარჩელი

შეგებებული სარჩელი

ვრცლად

როდის იღებს სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას?

როდის იღებს სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას?

ვრცლად

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები

ვრცლად

სარჩელის სახეები

სარჩელის სახეები

ვრცლად

სააპელაციო საჩივარი

სააპელაციო საჩივარი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp