iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ალიმენტის დაკისრება » საალიმენტო ვალდებულების დაკისრება და შეწყვეტა
იურიდიული სტატია

საალიმენტო ვალდებულების დაკისრება და შეწყვეტა

1-05-2023, 15:29 ალიმენტის დაკისრება / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ოჯახური დავები 350 ნახვა
საალიმენტო ვალდებულების დაკისრება და შეწყვეტა

ალიმენტი ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს სარჩოს, რომელიც ვალდებულმა პირმა უნდა გადაუხადოს მოთხოვნის უფლების მქონეს. ხოლო საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო – სამართლებირივი ურთიერთობის ნაირსახეობააა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებასაც – მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. ამ უკანასკნელად კი ითვლება პირი – რომელიც, ნათესაურ ან სხვა საოჯახო ურთიერთობაში იმყოფება ალიმენტვალდებულ პირთან. ალიმენტი დაუყოვნებელ აღსასრულებელ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება, და მასზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება.ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ნებაყოფლობითი წესით იხდის მას პირადად შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით.

ალიმენტის დაკისრება იწყება სარჩელის წარდგენიდან. ბავშვის სრულწლოვანებამდე ალიმენტის ძირითადი დანიშნულებაა ბავშვის ნორმალური აღზრდის მატერიალური უზრუნველყოფაა. შესაბამისად, სწორედ სასამართლო განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. არ შეიძლება ალიმენტის მოთხოვნის უფლება მემკვიდრეობით გადავიდეს ოჯახის რომელიმე წევრზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით. იმ შემთხვევაში კი, თუ ალიმენტის მომთხოვნსა და ალიმენტის გადამხდელს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ალიმენტის ოდენობას, თითოეული მეუღლის, მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს სასამართლო.

საალიმენტო ვალდებულების ნებისმიერი მხარის მატერიალურ თუ საოჯახო მდგომარეობაში შესული ცვლილება შეიძლება საფუძვლად დაედოს ალიმენტის მოთხოვნის უფლების შეზღუდვას ან პირიქით, გაფართოებას.

როგორ ხდება საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტა და ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება?

გათავისუფლება ხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტის ყველაზე ნორმალური საფუძველია აღნიშნულის ჯეროვანი შესრულება. თუ უფლებამოსილი პირი მიაღწევს სრულწლოვანებას, მას ალიმენტის მოთხოვნის უფლება უწყდება, რა თქმა უნდა, თუ იგი არ არის შრომისუუნარო. ასევე შეიძლება საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი გახდეს იმ პირობების გაუქმება, რომელიც საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ ალიმენტის დანიშვნას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, არსებობს საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტის ისეთი საფუძვლები, როგორიცაა, მაგალითად: საალიმენტო ვალდებულების ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება, შეთანხმების ვადის გასვლა, და საალიმენტო შეთანხმებაში გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ალიმენტი, ვალდებულება, დაკისრება, შეწყვეტა, ალიმენტის გადახდა, სარჩო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის წესი

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის წესი

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს?

რა უნდა ვიცოდეთ თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს?

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ მშობლის საალიმენტო ვალდებულებების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ მშობლის საალიმენტო ვალდებულებების შესახებ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp