iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ქირავნობა და გაქირავება /დაქირავებამდე აუცილებლად გასათვალისწინებელი
იურიდიული სტატია

ქირავნობა და გაქირავება /დაქირავებამდე აუცილებლად გასათვალისწინებელი

30-12-2022, 13:04 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 331 ნახვა
ქირავნობა და გაქირავება /დაქირავებამდე აუცილებლად გასათვალისწინებელი

საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს ადვოკატი გვესაუბრება ბინის გაქირავებამდე აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორების შესახებ.

ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ ბინის გაქირავება / დაქირავება, ეს თითქოს უმარტივესი სამართლებრივი ურთიერთობა, ერთ-ერთი უპრობლემურესი საკითხი გახდა როგორც მატერიალური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.

ძველი მოწესრიგების მიხედვით, ფართის გამოთავისუფლება ე.ი. მესაკუთრის მიერ მის ფართში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მცხოვრები პირების გამოსახლება მარტივად ხდებოდა, პოლიციის ძალით.

2015 წელს ძალაში შევიდა ახალი საკანონმდებლო მოწესრიგება, რომლის მიხედვითაც გამოსახლების /ბინის გამოთავისუფლებისათვის საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი აღსრულება.

ხშირ შემთხვევაში გამოსახლების პროცედურის წარმოებისათვის შესაძლოა 2-3 წელიც კი იყოს საჭირო. განსაკუთრებით მდგომარეობა გამწვავდა პანდემიის პერიოდში, როდესაც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეჩერებული ჰქონდა გამოსახლებების პროცესი. დღეს ამ მოწესრიგებით ზოგიერთი ბინის დამქირავებელი არაკეთილსინდისიერად სარგებლობს. მოხშირდა შემთხვევები, როდესაც დამქირავებელი აღარ იხდის ბინის საფასურს, მაგრამ აგრძელებს ფართით სარგებლობას, ხოლო გამქირავებელს ბერკეტი არ გააჩნია, გარდა სასამართლო პროცესის დაწყებისა.

ეს ფაქტი უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს გამქირავებელს, განსაკუთრებით ფონს ამძიმებს ის გარემოება, რომ ფართი გამქირავებელს შესაძლოა საბანკო სესხით ჰქონდეს ნაყიდი, ხოლო შენატანის დიდ ნაწილს სწორედ ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლებით იხდიდეს.

ერთადერთი გამოსავალი, რაც ესაა ხელშეკრულების დადებამდე კონტრაჰენტის სწორად შერჩევა.

ისეთი სახელშეკრულებო და ფაქტობრივი წინამძღვრების შექმნა, რაც თავიდან აგარიდებთ უამრავ პრობლემას და დაგაზოგინებთ საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს. მოკლედ, პუნქტობრივად რაც უნდა გავითვალისწინოთ ვიდრე ბინას გავაქირავებთ:

1) დამქირავებელს უნდა შევთავაზოთ რეალური ფასი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს რამდენიმე დამქირავების მსურველიდან ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი და შევძლოთ სწორ სუბიექტზე ფართის გაქირავება;

2) გამოვკითხოთ რას საქმიანობს დამქირავებელი;

3) ვთხოვოთ პირველი თვის ქირა მაინც ჩარიცხოს საკუთარი ანგარიშიდან, რაც მის მიმართ სანდოობის ხარისხს აგვიმაღლებს;

4) შევამოწმოთ მოვალეთა და ყადაღის რეესტრებში ხომ არ არის რეგისტრირებული;

5) კარგი იქნება თუ მაკლერს გამორიცხავთ ურთიერთობიდან და მაკლერისთვის გადასახდელი თანხის მაგიერ გამქირავებელი საკუთარ ანგარიშზე ჩაარიცხვინებს პირვგელი და ბოლო თვის ქირას ერთად.

6) ბოლო და უმნიშვნელოვანესი: არ დაიზაროთ, მიმართეთ ადვოკატს, რომელიც თქვენს საკითხებს გულისყურით მოეკიდება, შეგიდგენთ შესაბამის ხელშეკრულებას, რაც უზრუნველყოფს თქვენი უფლებების დაცვას. ასევე, სურვილის შემთხვევაში დაგეხმარებათ დამქირავებლის მხრიდან წამოსული რისკების შეფასებაში.

მეორე მხრივ, გამქირავებელი პასუხს აგებს მისი დაუდევრობით დამქირავებლისთვის მიყენებულ ზიანზე. მუდმივად იზრუნეთ რომ მომეტებული საფრთხის შემცველი საშუალებები, როგორიცაა გაზი, დენი, წყლის სისტემის გამართულობა რეგულარულად მოწმდებოდეს შესაბამისი წესით.

წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დამქირავებლისთვის მიყენებული ზიანის უზრუნველსაყოფად თქვენი საკუთარი ბინის გაყიდვაც კი მოგიხდეთ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: qiravnoba, gaqiraveba, qiravnobis xelshekruleba, gamqiravebeli, damqiravebeli, ქირავნობა, გაქირავება, ქირავნობის ხელშეკრულება, გამქირავებელი, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი5995
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა აუცილებელი გარემოებები უნდა გაითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას

რა აუცილებელი გარემოებები უნდა გაითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას

ვრცლად

წარმატებით დასრულებული საქმე სააპელაციო სასამართლოში

წარმატებით დასრულებული საქმე სააპელაციო სასამართლოში

ვრცლად

გადახდისუუნარობის წარმოება

გადახდისუუნარობის წარმოება

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ მშენებარე კორპუსში ფართის შეძენისას

რა უნდა იცოდეთ მშენებარე კორპუსში ფართის შეძენისას

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp