Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ოჯახური ძალადობა

ოჯახური ძალადობა



ოჯახში ძალადობა, ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული პრობლემაა საქართველოში. ძალადობა შეიძლება იყოს  ფიზიკური,  ფსიქოლოგიური, ეკონომიკური  და სექსუალური ძალადობა.

თუ  თვლით, რომ ზემოთჩამოთვლილი ძალადობის მსხვერპლი ხართ,სახელმწიფო ვალდებულია დაგიცვათ თქვენ.

ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებების  საშუალებებია:  შემაკავებელი და დამცავი ორდერი.

უშუალოდ ძალადობის  მომენტში, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ პოლიციას. პოლიცია ვალდებულია გამოწეროს შემაკავებელი ორდერი, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს ნებისმიერ საკითხს, რომელიც მსხვერპლს აუცილებლად მიაჩნია  უსაფრთხოებისათვის,  მათ შორის  აუკრძალოს თქვენთან ან თქვენს არასრულწლოვან ბავშვებთან  მოახლოება,  მოაშორებს სახლს მიუხედავად იმისა თუ ვინ არის სახლის მესაკუთრე და ასევე სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით და ვადის გაგრძელება არ ხდება.

დამცავი ორდერი შემაკავებლისაგან გასხვავდება იმით რომ მას უკვე ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე გამოცემს და მოქმედების ვადა 6 თვეა. დამცავი ორდერის გამოცემა შესაძლებელია გაგრძელდეს 3 თვით.

მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით განსაზღვრული ვალდებულებების  დარღვევა იწვევს როგორც სისხლისსამართლებრივ, ისე ადმინისტრაციულ - სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

გირჩევთ, რომ ძალადობის შესახებ არსებული ყველა მტკიცებულება  შეინახოთ, არ წაშალოთ მოკლეტექსტური შეტყობინებები, შეინახეთ ტანისამოსი, რომელსაც სისხლის კვალი აქვს და შეეცადეთ შეინახოთ ყველა მტკიცებულება, რათა მოხდეს მოძალადის მიერ ძალადობის ფაქტების დადასტურება. დროულად მიმართეთ პოლიციას ან სასამართლოს!


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები