iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » თხოვების ხელშეკრულება
იურიდიული სტატია

თხოვების ხელშეკრულება

28-11-2022, 11:37 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 409 ნახვა
თხოვების ხელშეკრულება

თხოვების ხელშეკრულებაში ორი მხარე მონაწილეობს-გამნათხოვრებელი და მონათხოვრე.

გამნათხოვრებელი ის პირია, რომელსაც საკუთარი ქონება დროებით არ სჭირდება.

მონათხოვრე კი შეიძლება იყოს ის, ვისაც ასეთი ქონება არ გააჩნია და სურს დროებით, სხვისი ქონებით დაიკმაყოფილოს მასზე მოთხოვნილება. ეს კი შესაძლებელია გამნათხოვრებელსა და მონათხოვრეს შორის შეთანხმების მიღწევის საფუძველზე. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი გადასცემს ქონებას მონათხოვრეს დროებით სარგებლობისათვის, ხოლო მონათხოვრე სარგებლობის ვადის დამთავრების შემდეგ უკან აბრუნებს ნათხოვარ ქონებას.

გადაცემული ქონებით სარგებლობა შეზღუდულია ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენების ფარგლებით. მონათხოვრემ უნდა დააბრუნოს იგივე ქონება და არა მისი მსგავსი იმავე ოდენობისა ან გადაცემული ქონების ღირებულება. სარგებლობაში გადაცემული ქონებისათვის მონათხოვრეს საზღაურის გადახდა არ ეკისრება. თხოვების ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ქონება. რაც შეეხება ფორმას, კანონით არ არის განსაზღვრული თხოვების ხელშეკრულების ფორმა. ამიტომ შესაძლებელია მისი დადება როგორც ზეპირად, ისე წერილობით. კანონით არც ხელშეკრულების ვადაა განსაზღვრული.

განმათხოვრებლის უფლება უსასყიდლო სარგებლობაში გადასცეს სხვას ნივთი ან ქონებრივი ხასიათის რომელიმე უფლება დატვირთულია მისი მოვალეობით იმის შესახებ, რომ გადასაცემი უფლება უხარვეზო იყოს, ხოლო ნივთი უნაკლო. სხვა შემთხვევაში მას დაეკისრება ხარვეზიანი უფლების ან ნაკლიანი ნივთის გადაცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. პასუხისმგებლობია დადგება მხოლოდ მაშინ, თუ განმათხოვრებელმა მონათხოვრეს ზიანი მიაყენა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ გამნათხოვრებელი შეგნებულად არ უმხელს მონათხოვრეს უფლების ხარვეზს ან ნათხოვარი ნივთის ნაკლს, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

მონათხოვრეს ასევე არ შეუძლია ნათხოვარი ნივთით სხვაგვარად ისარგებლოს, ვიდრე ეს ხელშეკრულებითაა განსაზღვრული. მას არა აქვს უფლება ნივთი სარგებლობისათვის გადასცეს მესამე პირს განმათხოვრებლის თანხობის გარეშე. მონათხოვრემ უნდა გასწიოს ნათხოვარი ნივთის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯები. განმათხოვრებლის მოვალეობა სხვა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესით.

გამნათხოვებლის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მონათხოვრე არღვევს ხელშეკრულების პირობებს, მათ მიეკუთვნება: ნათხოვარი ნივთის გამოყენება არადანიშულებისამებრ, ნივთის მოვლა-პატრონობისათვის დადგენილი მოვალეობების შეუსრულებლობა, ნივთის მდგომარეობის არსებითი გაუარესება, მესამე პირისათვის ნივთის გადაცემა სარგებლობაში გამნათხოვრებლის ნებართვის გარეშე. მონათხოვრეს კი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი წარმოეშობა შემდეგ შემთხვევებში, თუ აღმოჩნდა ნივთის ისეთი ნაკლი, რომლის გამოც მისი გამოყენება შეუძლებელია ან ძალზე რთულია და რომელიც ხელშეკრულების დადების დროს მან ვერ შეამჩნია და არც შეიძლებოდა შეემჩნია. გამნათხოვრებლის მიერ გაუფრთხილებლობა იმის თაობაზე, რომ ნივთზე მესამე პირს გააჩნდა განსაზღვრული უფლება, ნივთის საკუთვნებლის ან აუცილებელი დოკუმენტაციის გადაუცემლობა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ნივთის გამოუსადეგრად გახდომა. ასევე თუ მონათხოვრე გარდაიცვალა, ან გამნათხოვრებელი გაუთვალისწინებელი გარემოების გამო საჭიროებს ნივთს, მას შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: txoveba, txovebis xelshekruleba, monaTxovre, ganmatxovrebeli, modzravi qoneba, udzravi qoneba, თხოვება, თხოვების ხელშეკრულება, მონათხოვრე, განმათხოვრებელი, მოძრავი ქონება, უძრავი ქონება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

ვრცლად

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

ვრცლად

ქირავნობის ხელშეკრულების სამართლებრივი რისკები

ქირავნობის ხელშეკრულების სამართლებრივი რისკები

ვრცლად

სამისდღეშიო რჩენა

სამისდღეშიო რჩენა

ვრცლად

ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნების შედარება

ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნების შედარება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp