iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » შინაპატიმრობა
იურიდიული სტატია

შინაპატიმრობა

22-11-2022, 16:47 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 275 ნახვა
შინაპატიმრობა

შინაპატიმრობის აღსრულების რეჟიმი (შემდგომში-რეჟიმი) გულისხმობს სამართლებრივი აქტით დადგენილ, დღე-ღამის შესაბამის პერიოდში, მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე მის უწყვეტად ყოფნის ვალდებულებას.

დადგენილი საპატიო გარემოების გამო, რეჟიმის მოსალოდნელი დარღვევის შემთხვევაში, მსჯავრდებული, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი, ვალდებულია დაუყოვნებლივ ან ამგვარი გარემოების წარმოშობიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წერილობით, წინმსწრებად აცნობოს ბიუროს და წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასური, გადახდის წესი და პირობები

1. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის კანონის 448 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, წესდება საფასური (შემდგომში – საფასური), რომელიც წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის ამ თავით დადგენილი წესით და ოდენობით, შინაპატიმრობის ვადის განმავლობაში, ყოველთვიურ, სავალდებულო გადასახდელს.

2. საფასურის ოდენობა შეადგენს თვეში 100 ლარს, რომელსაც მსჯავრდებული იხდის სააგენტოს შესაბამის ანგარიშზე შეტანით, ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე.

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახედ შეეფარდა შინაპატიმრობა ან დანიშნული სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით, ასევე მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.

შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიები

აპარატურა წარმოადგენს უცხოური წარმოების, სპეციფიკურ, ძვირადღირებულ აპარატურას, რომლის დაზიანებამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რაც კანონის 448 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ექვემდებარება მსჯავრდებულის, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ სრულად ანაზღაურებას.

2. აპარატურის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიას წარმოადგენს:

ა) აპარატურის სრული ღირებულების ოდენობით ფულადი თანხის - 5000 ლარის განთავსება სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე აპარატურის დამაგრებიდან 7 დღის განმავლობაში;

გარანტიის წარმოდგენისაგან თავისუფლდება მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: შინაპატიმრობა, სისხლის სამართლის კოდექსი, ელექტრონული ზედამხედველობა, შინაპატიმრობის ზედამხედველობა, აღსრულების საფასური, გადახდის წესი და პირობები, shinapatimroba, sisxlis samartlis kodeqsi, eleqtronuli zedamxedveloba, shinapatimrobis zedamxedveloba, ags
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასური

დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასური

ვრცლად

სასჯელისგან გათავისუფლების, შეცვლის ან შეჩერების სახეები

სასჯელისგან გათავისუფლების, შეცვლის ან შეჩერების სახეები

ვრცლად

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

ვრცლად

ვის აქვს ნებართვა შეიძინოს, შეინახოს ან ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი

ვის აქვს ნებართვა შეიძინოს, შეინახოს ან ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი

ვრცლად

სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურები

სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp