iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურები
იურიდიული სტატია

სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურები

21-11-2022, 14:54 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 496 ნახვა
სახელისა და გვარის შეცვლის პროცედურები

საქართველოს მოქალაქეს ან იმ პირს, ვინც არის მოქალაქეობის არმქონე, მაგრამ მისი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, შეუძლია შეიცვალოს გვარი. 16 იდან 18 წლამდე არასრულწლოვანისთვის სახელის/გვარის შეცვლა დასაშვებია მშობლის(ების) თანხმობით, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის დახმარებით. სრულწლოვან პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია შეიცვალოს სახელი/გვარი. რაც შეეხება გვარის მიღება-შეცვლას, ადამიანს შეუძლია მიიღოს მშობელთა, აღმავალი შტოს ნათესავთა (ბებია-ბაბუის ჩათვლით) ფაქტობრივად აღმზრდელის; მშვილებელის; მამობის დადგენის შემთხვევაში მამის; ისტორიული; ქორწინებამდელი; სახელმწიფო ორგანოს მიერ მინიჭებული გვარი; ასევე საკუთარი აღმავალი შტოს ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას: “ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ №2/4/570. გვარის შეცვლასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული კომპანია "ნაკაშიძე და პარტნიორები"-ის იურსტებს.

რა საბუთებია საჭირო სახელის/გვარის შეცვლისთვის ?

საჭიროა განმცხადებლის პირადობის და დაბადების მოწმობა; თუ მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი(ები) მისი დაბადების მოწმობა; თუ 16 დან 18 წლამდე პირი ახორციელებს ცვლილებას მას სჭირდება წარმოადგინოს მშობლის(ების) ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ საქმე გვაქვს 10 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან, მაშინ დამატებით საჭიროა თავად მისი თანხმობაც. ხოლო თუ ადვოკატი, ან სხვა მინდობილი პირი წარმოადგენს თქვენს უფლებებს, დამატებით საჭიროა ამ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა.

ადასტურებელი დოკუმენტი.

რა შემთხვევაში შეიძლება გეთქვათ უარი სახელის/გვარის შეცვლაზე?

იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ არსებობს ეჭვი რომ მან ჩაიდინა დანაშული, იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პირის მიმართ ვინც დაინტერესებულია სახელის/გვარის შეცვლით; საქართველოდან გაუკეთდა დეპორტაცია ან რეადმისია და ამ ორის განხორციელებიდან არ არის გასული ხუთ წლიანი ვადა; თუ არსებობს 16 წელს მიუღწეველი პირის განცხადება. იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ უსაფუძვლოდ გეთქვათ უარი გვარის შეცვლაზე, შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული კომპანია "ნაკაშიძე და პარტნიორები"-ის იურსტებს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: saxeli, gvari, iusticiis saxli, saqartvelos moqalaqe, saxelis shecvlagvaris shecvla, სახელი, გვარი, იუსტიციის სახლი, საქართველოს მოქალაქე, სახელის შეცვლა/გვარის შეცვლა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა პროცედურების გავლაა საჭირო სახელის და გვარის შესაცვლელად?

რა პროცედურების გავლაა საჭირო სახელის და გვარის შესაცვლელად?

ვრცლად

სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაცია

სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაცია

ვრცლად

შვილის გვარის განსაზღვრა / შვილის გვარის გამოცვლა

შვილის გვარის განსაზღვრა / შვილის გვარის გამოცვლა

ვრცლად

იურიდიული ფაქტის დადგენა

იურიდიული ფაქტის დადგენა

ვრცლად

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp