iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით
იურიდიული სტატია

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით

10-10-2022, 17:55 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სისხლის სამართალი 281 ნახვა
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით


ქართული სამართლის მეცნიერებას დიდი ხნის ისტორია არა აქვს თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა და სამართალი ყალიბდება ჩვ. წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში, ბუნებრივია« შედარებით დაგვიანებულად წარმოგვიდგება ის ფაქტი, რომ ქართული სახელმწიფოსა და სამართლის კვლევა XVIII საუკუნეში დაიწყო.ქართული სამართლის შესწავლის მოთავედ უნდა მივიჩნიოთ ქართლის მეფე ვახტანგ VI, რომელმაც XVIII საუკუნის დასაწყისში ფართო საკანონმდებლო საქმიანობა გააჩაღა და საქართველოს ისტორიაში ქართული სამართლის პირველი მკვლევრის სახელი დაიმკვიდრა.

საინტერესოა, რა სისხლისამართლებრივი ბერკეტები არსებობდა ძველ ქართულ ისტორიაში ბრალის დასამძიმებლად და შესამსუბუქებლად. ძველ ქართულ სამართალში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხი მჭიდროდ იყო დაკავშირებუბლი ბრალთან - განზრახვასა და განუზრახველობასთან, ე.ი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღებოდა დანაშაულის ჩამდენის ნება და ამ ნების ხარისხის მიხედვით დამნაშავეს ან უმსუბუქდებოდა სასჯელი ან თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან. ივ.ჯავახიშვილი აღნიშნავს : „გარდამავლობითი მოქმედებისათვის პასუხისმგებლობის საკითი ნებსითობასა და განზრახვითობაზე იყო დამოკიდებული. ხოლო რაკი განზრახვა და ნებსითობა ადამიანის გონიერების ნაყოფია, ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ ვისაც გონების უმედრება და გონების უძლურება აქვს, ის უსუბუქესად უნდა ყოფილიყო განსჯილი ანდა იქნებ უბრალოდაც კი ყოფილიყო ცნობილი.“ აქედან ჩანს, რომ დამნაშავე შეიძლებოდა პასუხისმგებლობისგანაც გათავისუფლებულიყო, თუ გონებრივად სრულიად სუსტი და უძლური იყო, ანუ ჭკუასუსტი და შეურაცხადი იყო.

დანაშაულის ჩადენისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ან პასუხისმგებლობისგან სრულიად გასათავისუფლებელ გარემოებად ითვლება თუ დანაშაული ჩადენილი იყო გამოუვალი მდგომარეობის ანუ იძულების გამო. ასეთ გარემოებებში იგულისხმება: თუ დანაშაულის ჩამდენი მოქმედებდა თავისი უფროსის, მეფის ან სხვა დიდი ხელისუფლის ბრძანების აღსასრულებლად და მათი ბრძანების აღსრულების შიშით ჩაიდინა დანაშაული ან ომიანობისა და თავდასხმის დროს იძულებული იყო თავი დაეცვა და თავდამსხმელი დაეჭირა. იმდროინდელი ქართული ლიტერატურა ასეთ მიზეზებსა და გარემოებებს უწოდებს „ჯეროვან მიზეზს“ , ზოგჯერ კი „საჭირო მიზეზს“.

რაც შეეხება ბრალის დამამძიმებელ გარემოებებს - ძველ ქართულ სამართალში შემდეგნაირი იყო: მეორედ ჩადენილი დანაშაული. იგი უფრო მკაცრად ისჯებოდა, როგორც საეკლესიო, ისე საერო სამართლიღ. ბრალეულობის დამამძიმებელ გარერმოებად ითვლებოდა ასევე თუ დამაშავე ცოდვისმოლყვარე იყო ან უკრძალველობასა და თავხედ კადნიერებას ამჟღავნებდა. დამამძიმებელ გარემოებად ითვლებოდა ასევე ნათესავისადმი ჩადენილიკ დანაშაული, მკვლელობა, სისხლის აღრევა და მცხირეწლოვანთა გახრწნა. დამამძმებელ გარემოებად ითვლებოდა ასევე განუკრძალველობა, მათ მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედება უფრო მკაცრად ისჯებოდა, ვიდრე სხვა რიგითი მოქალაქეებისა. დამამძიმებელ გარემოებად ითვლებოდა ასევე დანაშაულის ჩადენა ე.წ „საპატიჟო ადილებზე“. ბექასა და აღბუღას სამართლით, ჩანს რომ საპატიჟო ადგილები ეკლესია, დიდი სალარო ან სხვა მსგავსი თავშეყრის ადგილებია.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ საინტერესო და ღრმად მეცნიერული გამოკვვლევა აქვს პროფესორ ალექსანდრე ვაჩეიშვილს. ამასთან ალექსანდრე ვაჩეიშვილი იკვლევს პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებს ვახტანგ VI- ის სამართლის წიგნის მიხედვით.

ვახტანგ VI- ის სამართლის წიგნის მიხედვით პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებია: ომის დროს მტრის მოკვლა;

თუ მკვლელობა ჩადენილია დაზარალებულის შეუცნობლად განზრახვის გარეშე. თუ დამხვდური მოკლავს თავდამსხმელს. მოცემული დანაშაული აუცილებელ მოგერიებას ჰგავს, თუმცფა ბატონი თუ დაესხა თავის ყმას, ამ შემთხვევას კანონი არ აწესრიგებს, კანონი ამ საკითხზე დუმს. ქმარს უფლება აქვს მოკლას მოღალატე ცოლი. კანონის მიხედვით ასეთი მკვლელობითვის „ არც ძმისგან და არც ნათესავებისგან სისხლი არ ეთხოვების“ ვახტანგის სამართლის წიგნის მიხედვით, ყმას აქვს უფლება მოკლას თავისი ბატონი, თუ მან შელახა მისი ოჯახის ცოლქმრული სიწმინე.


ბიბლიოგრაფია :

1) ქართული სამართლის ისტორია - ვალერიან მეტრეველი (2004)

2) ი.სურგულაძე ქართული სამართლის ისტორიის წყაროები (2003)

3) გ.ნადარეიშვილი,ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია (2004)

4) ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, თხზულებათა კრებული თორმეტ ტომად, ტ.VI, თბ., 1982, ტ.VII, თბ., 1984. 5)ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის რედაქციით (1963)

6) ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის რედაქციით


ავტორი: ნათია ოთიაშვილი ( თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მეორე კურსის სტუდენტი)


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: sisxlis samartali, სისხლის სამართალი, sisxlissamartlebrivi pasuxismgebloba, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სისხლის სამართლის დანაშაული, sisxlis samartlis danashauli, შემამსუბუქებელი გარემოებები, shemamsubuqebeli garemoebebi, დამამძიმებელი გარემოებე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ვრცლად

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა / notariustapalata / Notary public

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა / notariustapalata / Notary public

ვრცლად

ქართული მართლმსაჯულების მთავარი გამოწვევა - დავით ასათიანის განცხადება

ქართული მართლმსაჯულების მთავარი გამოწვევა - დავით ასათიანის განცხადება

ვრცლად

მე-9 კლასის ისტორიის ორივე გრიფირებულ სახელმძღვანელოში აღწერილია საქართველოს უახლესი ისტორიის ფაქტები

მე-9 კლასის ისტორიის ორივე გრიფირებულ სახელმძღვანელოში აღწერილია საქართველოს უახლესი

ვრცლად

კორპორატიული იურისტი

კორპორატიული იურისტი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp