iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ბავშვთა უფლებები საქართველოში
იურიდიული სტატია

ბავშვთა უფლებები საქართველოში

3-04-2026, 21:18 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სისხლის სამართალი 17 ნახვა
ბავშვთა უფლებები საქართველოში

ავტორი: ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე

ბავშვთა უფლებების დაცვა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - წარმოადგენს არა მხოლოდ სიმბოლურ თარიღს, არამედ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ შევაფასოთ, რამდენად ეფექტურად ხდება ბავშვთა უფლებების დაცვა და რეალიზება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.

ისტორიულად, ბავშვები ხშირად იყვნენ დაუცველი ჯგუფი. მრავალი ქვეყნის რეალობაში ფართოდ იყო გავრცელებული ბავშვთა მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, შეზღუდული იყო განათლების ხელმისაწვდომობა, არ არსებობდა სათანადო სამედიცინო მომსახურება და ბავშვები ხშირად იყვნენ ჩართულნი მძიმე შრომაში ან ხდებოდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი. ამ ფონზე, ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი და სოციალური დაუცველობა სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა.

თანამედროვე საერთაშორისო სამართალმა არსებითად შეცვალა ეს მიდგომა. 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შექმნა ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ბავშვი აღიქმება არა როგორც დაცვის ობიექტი, არამედ როგორც დამოუკიდებელი უფლებების მქონე პირი. კონვენციის თანახმად, ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გათვალისწინებით, საჭიროებს განსაკუთრებულ სამართლებრივ და სოციალურ დაცვას როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

საქართველოსთვის ბავშვთა უფლებების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა 1994 წლიდან, როდესაც ქვეყანა შეუერთდა აღნიშნულ კონვენციას და აიღო ვალდებულება უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია ეროვნულ სამართალში. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 2019 წელს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღება, რომელმაც სისტემურად და დეტალურად განსაზღვრა ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმები.

ბავშვის უფლებათა კონვენცია ეფუძნება ოთხ ძირითად პრინციპს, რომლებიც წარმოადგენს თანამედროვე ბავშვთა უფლებების დაცვის საფუძველს. ეს პრინციპებია სიცოცხლე, განვითარება, დაცვა და მონაწილეობა. სიცოცხლის პრინციპი გულისხმობს ბავშვის უფლებას გადარჩენაზე, ჯანმრთელობაზე და უსაფრთხო გარემოზე. განვითარების პრინციპი მოიცავს განათლების მიღების და ინდივიდუალური შესაძლებლობების სრულად რეალიზების უფლებას. დაცვის პრინციპი უზრუნველყოფს ბავშვის დაცვას ნებისმიერი ფორმის ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, ხოლო მონაწილეობის პრინციპი აღიარებს ბავშვის უფლებას ჰქონდეს საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღოს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა სრულად იზიარებს საერთაშორისო სტანდარტებს და ქმნის ბავშვთა უფლებების დაცვის მყარ სამართლებრივ საფუძველს, პრაქტიკაში კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა, რომელიც ხშირად მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ფორმებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახში ძალადობის გავლენა ბავშვებზე, რადგან ასეთი გარემო მნიშვნელოვნად აზიანებს მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.

სოციალური გამოწვევებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის UNICEF-ის კვლევების მიხედვით, მიუხედავად სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების ტენდენციისა, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ასევე აქტუალურია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა, რაც მიუთითებს სოციალურ დაცვის სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

ბავშვთა უფლებების დარღვევის ერთ-ერთ მძიმე ფორმას წარმოადგენს ბავშვთა ექსპლუატაცია და არასრულწლოვანთა ჩართვა უკანონო საქმიანობაში. აღნიშნული პრობლემები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციები საკმარისი არ არის - აუცილებელია მათი ეფექტური განხორციელება პრაქტიკაში.

საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულება. ეს არის საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს როგორც სამართლებრივ, ისე სოციალურ და კულტურულ მიდგომას. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ბავშვი შეძლებს სრულფასოვან განვითარებას და საკუთარი უფლებების რეალიზებას.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ბავშვთა უფლებები საქართველოში, ბავშვის უფლებათა კოდექსი, ბავშვთა დაცვა, ბავშვის უფლებათა კონვენცია, არასრულწლოვანთა დაცვა, ძალადობა, UNICEF, სამართალი, ბავშვი, უფლებები, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, ოჯახი, სოციალური საკითხები, იურიდიული რჩევა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ბავშვთა უფლებები

ბავშვთა უფლებები

ვრცლად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ერთობლივი

ვრცლად

ბავშვთა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება საქართველოში, რა უნდა იცოდეს თითოეულმა მშობელმა?

ბავშვთა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება საქართველოში, რა უნდა იცოდეს თითოეულმა

ვრცლად

იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა - სამართლებრივი საფუძვლები და პრაქტიკული მნიშვნელობა საქართველოში

იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა - სამართლებრივი საფუძვლები და პრაქტიკული

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp