iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » ბავშვთა უფლებები
იურიდიული სტატია

ბავშვთა უფლებები

31-05-2023, 13:37 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 405 ნახვა
ბავშვთა უფლებები

თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ ბავშვი და მისი უფლებების დაცვა წარმოადგენს, რომელიც თანდათან საკანონმდებლო დონეზეც წესრიგდება. ადამიანის უფლებების დაცვის პარალელურად კიდევ უფრო მეტადაა ყურადღება გამახვილებული ბავშვის უფლებების დაცვაზე.

1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ბავშვთა უფლებათა კონვენცია, რომელიც ყველაზე მკაფიოდ განმარტავს ბავშვთა უფლებების მნიშვნელობას. კონვენცია ემყარება ოთხ ძირითად პრინციპს:

✔️ სიცოცხლე – ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და გადარჩენის უფლება, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის, წყლითა და სანიტარული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლება;

✔️ განვითარება - ბავშვებს აქვთ განათლების, ინდივიდუალობის განვითარების, გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენის უფლება;

✔️ დაცვა - ბავშვებს აქვთ უფლება დაცულნი იყვნენ ნებისმიერი სახის შეზღუდვებისა და ექსპლუატაციისაგან, ომისა და გაჭირვებისაგან;

✔️ მონაწილეობა - ბავშვებს აქვთ უფლება გააჩნდეთ საკუთარი აზრი, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებანი და მიიღონ სასურველი ინფორმაცია.

კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე.

აღნიშნულ კონვენციას საქართველო 1994 წელს შეუერთდა და ამით აიღო კონვენციით გაწერილი ნორმების შესრულების ვალდებულება.

ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა აღიარებს „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ განმტკიცებულ სამართლებრივ ნორმებს და თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს განხილული უფლებების დაცვა საქართველოში.

2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის:

ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას;

ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, მისი ღირსების დაცვას, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესების რეალიზებასა და დაცვას ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის გარეშე;

ბავშვის მონაწილეობის უზრუნველყოფას, მის საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მომზადებას, ბავშვის მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით, განსაკუთრებით − მშვიდობის, ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით აღზრდას;

ბავშვის სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული კულტურული ღირებულებების პატივისცემაზე ორიენტირებას;

ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის, განსაკუთრებით − ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოცვის, დაცვასა და მხარდაჭერას;

ბავშვის შრომასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, როგორც საზოგადოების განვითარების აუცილებელ წინაპირობაზე, ორიენტირებას;

ბავშვის მოხალისეობაზე, როგორც სამოქალაქო აქტივობისა და სოლიდარული საზოგადოების განვითარების აუცილებელ ელემენტზე, ორიენტირებას.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ბავშვთა უფლებები, ბავშვთა უფლებების კონვენცია, სიცოცხლის უფლება, განვითარების უფლება, ბავშვთა უფლებების რეალიზება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება

ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება

ვრცლად

არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

ვრცლად

ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ

ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ

ვრცლად

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსა და საქართველოს სახალხო

ვრცლად

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტების საყურადღებოდ - უფასო სამედიცინო მომსახურება

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტების საყურადღებოდ - უფასო სამედიცინო მომსახურება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp